საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობოები საპატრულო პოლიციას მომღერალ გია გაჩეჩილაძის მხრიდან დაშვებულ სამართალდარღვევაზე რეაგირებისთვის მიმართავენ

საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები საპატრულო პოლიციას, მომღერალ გია გაჩეჩილაძის(უცნობი) მხრიდან დაშვებულ სამართალდარღვევაზე დროული რეაგირებისთვის მიმართავენ.

როგორც „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ მიმართვაშია ნათქვამი, ერთ-ერთ სატელევზიო გადაცემაში გია გაჩეჩილაძეს ავტომობილით მგზავრობისას არ ეკეთა უსაფრთხოების ღვედი და წინა სავარძელზე კალთაში ეჯდა მცირეწლოვანი ბავშვი.

„23 დეკემბერს, სატელევიზიო ეთერში მუსიკალური რუბრიკა „მოძრავი კარაოკე“ გავიდა, რომელშიც მონაწილე ერთ-ერთ ცნობილ სახეს, მომღერალ გია გაჩეჩილაძეს-უცნობს, ავტომობილით მგზავრობისას არ ეკეთა უსაფრთხოების ღვედი და წინა სავარძელზე კალთაში ეჯდა მცირეწლოვანი ბავშვი.

აღსანიშნავია რომ, საქართველოს კანონით საგზაო მოძრაობის შესახებ აკრძალულია 12 წლამდე ბავშვის გადაყვანა მსუბუქი ავტომობილის წინა სავარძლით; ასევე მძღოლი ვალდებულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვისას უზრუნველყოს მისგან მარჯვენა ან მარცხენა მხარეს მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედით სარგებლობა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ამ დარღევევბისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა და შესაბამისი ქულების ჩამოკლება.

საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები: საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია, პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის, ჰაბ ჯორჯია, საქართველოს ავტომობილის მართვის აკადემია და იარე ფეხით შეშფოთებას გამოვთქვამთ აღნიშნული ფაქტის გამო და მივმართავთ საპატრულო პოლიციას, რათა დროული რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ სამართალდარღვევებზე.

ასევე მივმართავთ გადაცემის საპროდიუსერო ჯგუფს მსგავსი ფორმატის გადაცემები გამოიყენონ უსაფრთხო მგზავრობის პოპულარიზაციისთვის და მოვუწოდებთ მძღოლს, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საგზაო უსაფრთხობის წესები, რათა საზოგადოებისთვის საგზაო მოძრაობის წესების დარღევვა არ გახდეს მისაღები ნორმა“, - ნათქვამია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ