ზუგდიდში მეოთხე დღეა ოჯახი 14 წლის გოგოს ეძებს

ზუგდიდში მეოთხე დღეა ოჯახი 14 წლის გოგოს ეძებს. დაკარგულის დედის ინფორმაციით, მათ პოლიციას უკვე მიმართეს და ამ წუთებში მოზარდის და იკითხება.

„ჩემი მეორე შვილი უნდა დაკითხონ. იმ დღეს, როდესაც ნინო დაიკარგა, ერთად იყვნენ. მაღაზიაში გავიდნენ, ჩემი შვილი შიგნით შევიდა მეორე კი გარეთ ელოდებოდა. მაღაზიიდან გამოსულს კი და გარეთ არ დახვდა. ვერაფერს ვერ ვიტყვი, არანაირი ვერსია არ მაქვს. იტალიაში ვიყავი, ერთი კვირაა რაც ჩამოვედი, არ ვიცი სად შეიძლება იყოს. პოლიციაში მეუბნებიან დაგეხმარებითო“, - ამბობს დედა.

როგორც შს სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით შექმნილია სამძებრო ჯგუფი და მოზარდს ორი დღეა რაც ეძებენ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია