მედიკო მარგოშვილი - თემირლანის ყველაფერი ვიცოდი, როგორც მეგობარი, ჩემთან გახსნილი იყო

ის ერთი წელიწადი იყო, რაც ჩემმა შვილმა გაიხარა, საზოგადოებაში უხაროდა გასვლა, თბილისი მოეწონა, მაგრამ ამ ხელისუფლებამ არ დააცადა, - ამის შესახებ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ მედიკო მარგოშვილმა EMC-ის წარმომადგენელთან ერთად დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მათ საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვეს.

მედიკო მარგოშვილის თქმით, სოფელ დუისში სპეცოპერაციის ღამეს მან სუს-ის ყოფილი უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილი ნახა.

„26 დეკემბერს, დაახლოებით, 22:00 საათისთვის, გარეთ ვიყავი, მეზობლისგან გამოვედი და ჩემი შვილის ნახვას ვითხოვდი. მე არ ვიცოდი, თუ ის დაჭრილი იყო, ფაქტობრივად მკვდარი ყოფილა. მე ვერ ვხვდებოდი, წარმოდგენა არ მქონდა, რომ ჩემს შვილს საკუთარ სახლში მომიკლავდნენ. სახლისკენ რომ გავიქეცი, ორმა პოლიციელმა დამიჭირა. ვუთხარი, რომ შევიდოდი და ჩემს შვილს ვნახავდი. შესვლა რომ მოვითხოვე, მითხრეს, შენი შვილი განყოფილებაშია გადაყვანილიო. განყოფილებაშიც რა უნდოდა ჩემს შვილს, 19 წლის განმავლობაში უბრალო ჩხუბიც არ მოსვლია. დედ-მამის ნებართვის გარეშე ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს. ის წელი იყო ჩემმა შვილმა გაიხარა, საზოგადოებაში უხაროდა გასვლა, თბილისი მოეწონა, მაგრამ ამ ხელისუფლებამ არ დააცადა. მე პოლიციის თანამშრომლებს ვუთხარი, რომ განყოფილებაში წავეყვანე, როცა დავუყვირე, გოგაშვილმა მითხრა, რომ მანქანაში ჩავმჯდარიყავი. მანქანების კარები იყო დაკეტილი და მეზობელთან შემიყვანეს, რა დროსაც გოგაშვილმა მკითხა, სტუმრად ვინ მყავდა სახლში, რაზეც ვუპასუხე, რომ სტუმრები ყოველდღე მოდიან და ვკითხე, ვის გულისხმობდა. მან მიპასუხა, რომ ძალიან კარგად ვიცოდი, რომელ სტუმრებზე იყო საუბარი. აზრზე არ ვიყავი, რა ხდებოდა, საეჭვო სტუმარი მე არ მყოლია. მოგვიანებით, როდესაც აჩვენეს ვიდეო, სადაც „სადგურის მოედანზე“ თემირლანი და ორი ბიჭი ტელეფონის საყიდლად არიან, ეს მეც ვიცოდი. თემირლანის ყველაფერი ვიცოდი, როგორც მეგობარი, ჩემთან გახსნილი იყო. ამ ორ ბიჭს რომ შეხვდა, ეს ვიცოდი. ეს ორი ბიჭი, საქართველოში მცხოვრები სხვა ჩეჩნების მსგავსად, 2 წელია პანკისის ხეობაშიც დადიოდნენ, თბილისის ცენტრშიც და ყველგან გადაადგილდებდნენ და საერთოდ, საეჭვო არაფერი შემიმჩნევია“, - აღნიშნა მედიკო მარგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო