უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინეს.

„საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას, თბილისში და სამეგრელოს რეგიონში, დანაშაულში მხილებული პირების საცხოვრებელი სახლიდან და სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი და ე.წ. ელექტრო სიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი HEETS-ის ფირმის თამბაქოს ნაწარმი. ხოლო ქვემო ქართლის რეგიონში, გატარებული ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირი საკონტროლო გამშვები პუნქტის „სადახლო“ გავლით, მატარებლის ვაგონში მოწყობილი სამალავის მეშვეობით ახდენდა HEETS-ის ფირმის უაქციზო სიგარეტის გადაზიდვას.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 4 598 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და 1 090 კოლოფი HEETS-ის ფირმის თამბაქოს ნაწარმი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 20 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: 20 ათას ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინეს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო