არასამთავრობო ორგანიზაციები - ვიმედოვნებთ, რომ ტელე-გადაცემებშიც მეტი ყურადღება დაეთმობა საგზაო წესების დაცვასა და მათ პოპულარიზაციას

საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მიესალმებიან საპატრულო პოლიციის სწრაფ და ოპერატიულ რეაგირებას სატელევიზიო ეთერში გასული გადაცემის დროს დაფიქსირებული საგზაო დარღვევის გამო. ამის შესახებ ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ამავდროულად, მოვუწოდებთ მგზავრებს, გაიაზრონ თავიანთი, როგორც საგზაო მოძრაობის მონაწილის როლი და პასუხისმგებლობა და დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები, რათა მათი უკანონო ქმედებით ზიანი არ მიადგეს მძღოლს თუ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეს. იმედს ვიტოვებთ, რომ ტელე-გადაცემებშიც მეტი ყურადღება დაეთმობა საგზაო წესების დაცვასა და მათ პოპულარიზაციას“, - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 23 დეკემბერს, სატელევიზიო ეთერში მუსიკალური რუბრიკა „მოძრავი კარაოკე“ გავიდა, რომელშიც მონაწილე გია გაჩეჩილაძეს (უცნობს) ავტომობილით მგზავრობისას არ ეკეთა უსაფრთხოების ღვედი და წინა სავარძელზე კალთაში ჩასმული ჰყავდა მცირეწლოვანი ბავშვი.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ