სოფიო კილაძე - ბესელიას გადადგომაზე ჟურნალისტები 2 თვის წინ მეკითხებოდნენ და რატომ ხდება ამ საკითხის მოსამართლეებთან დაკავშირება? - ნათლად ჩანს, რა დგას ამის უკან

ეკა ბესელიას თანამდებობიდან წასვლის თემაზე ჟურნალისტები ორი-სამი თვის წინ მეკითხებოდნენ და რატომ ხდება ამ საკითხის დაკავშირება მოსამართლეების თემასთან, ეს ყოვლად გაუგებარია. გაუგებარი კი არა, გასაგებია უფრო მეტად, რადგან ძალიან ნათლად ჩანს, თუ რა დგას ამ ყველაფრის უკან, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომელსაც ეკა ბესელია უძღვებოდა.

სოფიო კილაძემ ეკა ბესელიას მისამართით სხვა პრეტენზიებიც გამოხატა, რასაც ბესელიას მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

„პატარა ლირიულ გადახვევას გავაკეთებ, სანამ საკითხზე გადავალ. ახლა ვხვდები, თუ რატომ გავიდა სალომე სამადაშვილი ამ კომიტეტიდან, რომ კომიტეტის თავმჯდომარე არ აძლევს წევრებს ლაპარაკის უფლებას, რიგის მიხედვით. ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს ადამიანის მოსაზრება, ადამიანის უფლებათა კომიტეტში ასეა, თითოეულ ადამიანს ეძლევა აზრის გამოთქმის უფლება.

რამდენჯერმე გაიჟღერა აზრმა და ვფიქრობ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა მიზანმიმართულად ხდება. ჩვენ არ გვიმსჯელია გუნდში და არავითარი გადაწყვეტილება არ არის მიღებული, არავითარი უმრავლესობის სხდომა არ ყოფილა. ისე ჩანს, თითქოს რაღაც გადაწყვეტილება ჩვენ უკვე მივიღეთ და თითქოს ამ გადაწყვეტილებას ვაპარებთ საზოგადოებას. ეს არის ტყუილი, ყოველი შემთხვევისთვის, მე არ დავსწრებივარ უმრავლესობის ამ სხდომას.

ეკა ბესელიას თანამდებობიდან წასვის თემაზე, ჟურნალისტები ორი სამი თვის წინ მეკითხებოდნენ და შეგიძლიათ მოძებნოთ ინტერნეტში. რატომ ხდება ამ საკითხის დაკავშირება მოსამართლეების თემასთან ეს ყოვლად გაუგებარია. გაუგებარი კი არა, გასაგებია უფრო მეტად, რადგან ძალიან ნათლად ჩანს თუ რა დგას ამ ყველაფრის უკან“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.

კილაძის აღნიშნულ განცხადებას ბესელიას უკმაყოფილება მოჰყვა. მან კოლეგა დეპუტატს კრიტიკული განცხადებით უპასუხა. თავის მხრივ, კილაძემ კომიტეტის სხდომათა დარბაზი დატოვა.

იხილეთ ვიდეო

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო