განათლების კომიტეტში ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე მოსმენა დღეს გაიმართება

პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე მოსმენა 28 დეკემბერს გაიმართება.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა, საკითხზე სრული ინფორმაციის მისაღებად კომიტეტზე ანგარიშს განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების ცენტრის წარმომადგენლები და მათი ხელმძღვანელი წარადგენენ.

„განათლების სამინისტროში მზადდება სრული ინფორმაცია წლის განმავლობაში ჩატარებულ 98 ინსპექტირებასთან დაკავშირებით. ეს იქნება სრული სტატისტიკური მონაცემები როგორც ინსპექტირების დაწყების საფუძველზე, ასევე რეაგირების დროზე, შედეგებსა და რეკომენდაციებზე. წელს ჩატარებული ინსპექტირებების რაოდენობა იყო ბევრად ნაკლები, ვიდრე შარშან, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დავინახოთ საერთო სურათი და უნდა ვნახოთ, იყო თუ არა ზუგდიდის შემთხვევაში განსაკუთრებულ მიდგომასთან საქმე. 28 დეკემბერს ჩაინიშნება საკომიტეტო მოსმენა, სადაც ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვანელი და წარმომადგენლები წარადგენენ სრულ ანგარიშს“, - განაცხადა ჯაშმა.

შეგახსენებთ, რომ სხდომა რამდენიმე დღის წინ უნდა გამართულიყო, თუმცა როგორც მარიამ ჯაშმა განმარტა, სამინისტრომ სრული ინფორმაციის მოსამზადებლად 4 დღე ითხოვა და მან ეს დრო მისცა.

ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.

კერძოდ, ბაჩანა შენგელია, ბოლო პერიოდში სკოლაში აუდიტის სამსახური შესვლას პედაგოგზე ზეწოლად აფასებდა.

იხილეთ ვიდეო: განათლების კომიტეტში ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე მოსმენა გაიმართება

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია