გიორგი მიქაუტაძე - არ შეიძლება მხოლოდ იმ ნიშნით გახდე უსაფუძვლო კრიტიკის ობიექტი, რომ გახმაურებული საქმე გაქვს განხილული

"არ შეიძლება მხოლოდ იმ ნიშნით გახდე უსაფუძვლო კრიტიკის ობიექტი, რომ გახმაურებული საქმე გაქვს განხილული", - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართელობის კანდიდატებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. აღნიშნული განცხადება მიქაუტაძემ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით შეარჩია.

"ბუნებრვია, საუბრის თემა იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურები, ასევე პროცედურები, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი თანამშრომლობის რეჟიმში უნდა წარიმართოს. ამ ეტაპზე კონკრეტული კანდიდატურების განხილვა არ მიმდინარეობს, შესაბამისად, ახლა დღის წესრიგში არ დგას არც განახლების და არც შეცვლის საკითხი. ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ წარდგენილი კანდიდატები რომელიმე კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებენ. საუბარი არის რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე. არაერთხელ გავიმეორე, რომ გახმაურებული საქმეები თითქმის ყველა მოსამართლეს აქვს განხილული არა მარტო საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და არ შეიძლება მხოლოდ იმ ნიშნით გახდე უსაფუძვლო კრიტიკის იბიექტი, რომ გახმაურებული საქმე გაქვს განხილული.

ორგანულ კანონში მოცემულია კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდნენ პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეები. ეს არის კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა. ჩვენ ამ კრიტერიუმების მიხედვით ვიხელმძღვანელეთ, როდესაც ვარჩევდით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, რომელიც წარვუდგინეთ პარლამენტს. ესენი არიან მოქმედი მოსამართლეები და სასამართლო კორპუსის მაღალი ნდობა აქვთ", - განაცხადა მიქაუტაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია