მარიამ ჯაში - ეკა ბესელიას გუნდიდან გარიცხვა დღის წესრიგში არ დამდგარა

ალბათ, ეკა ბესელიას გადაწყვეტილების გარშემო დღევანდელ შეხვერაზე საუბარი იქნება, თუმცა მისი გუნდიდან გარიცხვა დღის წესრიგში არ დამდგარა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომელიც „ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარე შეხვედრაზე იმყოფება.

„ეს არის მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად დაგეგმილი სხდომა. დღის წესრიგის დეტალებზე და შემდგომ მსჯელობაზე შეგვიძლია შეხვედრის შემდეგ ვისაუბროთ. რაც შეეხება ქალბატონი ეკას გადაწყვეტილებას, ვფიქრობ, თვითონ გადაწყვეტილების გარშემო ალბათ, იქნება საუბარი, მაგრამ გარიცხვის თაობაზე არ ყოფილა არანაირი საუბარი. აღნიშნული საკითხი არ დამდგარა დღის წესრიგში“,- განაცხადა ჯაშმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს