რუსთავის მერმა თბილისი-რუსთავის მიმართულებით მიმავალ სამარშრუტო ტაქსში მგზავრობის გაზრდილი ღირებულების აღმნიშვნელი ფურცელი ჩამოხსნა და ძველი ტარიფი - 1,50 ლარი გააკრა

საპროტესტო აქციის მონაწილეებს რუსთავის მერი შეხვდა. ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, საკითხის გადასაჭრელად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. კომპანიის მიმართ საჯარიმო სანქციები ხორციელდება, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს თბილისი-რუსთავის მარშრუტზე სამგზავრო ავტობუსების შემოყვანის საკითხზე მუშაობა.

აქციის მონაწილეებთან ერთად რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ თბილისი-რუსთავის მიმართულებით მიმავალ სამარშრუტო ტაქსში მგზავრობის გაზრდილი ღირებულების - 2 ლარის აღმნიშვნელი ფურცელი ჩამოხსნა და ძველი ტარიფი - 1,50 ლარი გააკრა. აქციის მონაწილებსა და მძღოლებს შორის ამის შემდეგ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეები კვლავ ქალაქის მერიასთან არიან შეკრებილები. რუსთავის მერიასთან ახალგაზრდების ჯგუფი თბილისი-რუსთავის მარშრუტზე მგზავრობის ღირებულების გაზრდას აპროტესტებს.

იხილეთ ვიდეო: რუსთავის მიკროავტობუსები ისევ ძველი ტარიფით იმოძრავებენ - ახალი ტარიფის მაჩვენებელი დაფა რუსთავის მერმა პირადად ჩამოხსნა

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა