თბილისის N15 საჯარო ბაგა-ბაღში წყალარინების ქსელი იცვლება

დიდუბის რაიონში მდებარე N15 საჯარო ბაგა-ბაღში წყალარინების ქსელის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, მილების შეცვლის პარალელურად, საკომუნიკაციო ჭებიც მონტაჟდება. მათივე ინფორმაციით, სამუშაოებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე გაეცნო.

„ამორტიზებული წყალარინების სისტემა N15 ბაგა-ბაღისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა იყო, რადგან მისი რეაბილიტაცია 1963 წლის შემდეგ, ანუ შენობის აშენების შემდეგ, არ მომხდარა. კონტრაქტორი სრული დატვირთვით მუშაობს, რათა სამუშაოები სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე დასრულდეს. შეიძლება ითქვას, რომ ამ პროექტის დასრულების შემდეგ, აღნიშნულ ბაგა-ბაღს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

წყალარინების სისტემის შეცვლის შემდეგ გზის საფარიც აღდგება. პროექტის ღირებულება 45 000 ლარია.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს