ქუთაისში, ბერი თევდორეს ქუჩის მეორე შესახვევის და გველესიანის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს

ქუთაისში, ბერი თევდორეს ქუჩის მეორე შესახვევის და გველესიანის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. პროტესტის მიზეზი მიტოვებული საგზაო სამუშაოებია.

ადგილობრივების ინფორმაციით, სამუშაოები დეკემბრის დასაწყისში დაიწყო და ვერ დასრულდა, რის გამოც მათ გზაზე გადაადგილების პრობლემა აქვთ.

„დაიწყეს სამუშაოები და მიატოვეს. ახლა წვიმის გამო ვეღარ ვაკეთებთო და ვართ ასეთ გაუსაძლის მდგომარეობაში. ავტომობილით კი არა, ფეხით გავლაა შეუძლებელი. ერთდროულად გადათხარეს მიმდებარე ქუჩები და საერთოდ შეგვიზღუდეს გადაადგილება. პასუხსაც არავინ გვეუბნება, როდის გაკეთდება", -აცხადებენ ადგილობრივები.

აქციას შეუერთდა პარტია „თავისუფალი საქართველო". პარტიის თავმჯდომარის მოადგილის გოგი წულაიას განცხადებით, როდესაც ქალაქში მინიმალური სამუშაოები ვერ სრულდება, ეს მერის გადადგომის საფუძველია.

„ცუდია, როდესაც ტერენტი გრანელი კოლაუ ნადირაძეში გერევა, როდესაც ნიკო და იაკობ ნიკოლაძეები გერევა, ცუდია, როდესაც გარდაცვლილ კომპოზიტორს კაბინეტში დაიბარებ, მაგრამ ეს არაა ტრაგედია. შეიძლება იყო ქალაქის მერი და პოეზიაში და ხელოვნებაში ვერ ერკვეოდე, მაგრამ, რაც ამ ქუჩაზე ხდება, ეს უკვე არის ტრაგედია, ესაა იმის საფუძველი, რომ ქალაქის მერი უნდა გადადგეს. როდესაც ასე მიატოვებ სამუშაოებს და პასუხის გამცემს ვერ პოულობენ მოქალაქეები და არ იციან, როდის დაადგებათ საშველი, ეს არის საფუძველი გადადგომის", - განაცხადა გოგი წულაიამ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება