სალომე ზურაბიშვილი - არსებობს ქვეყნები, რომლებმაც ცილისწამებასთან დაკავშირებული საკითხი გადაწყვიტეს - ამ საკითხზე დისკუსიისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის

არსებობს ქვეყნები, რომლებმაც ცილისწამებასთან დაკავშირებული საკითხი გადაწყვიტეს - ამის ბოლო მაგალითი საფრანგეთია, რომელმაც არა თუ მიიღო კანონი ცილისწამების წინააღმდეგ საარჩევნო პერიოდში, საკანონსტიტუციო სასამართლომაც დაამტკიცა, რომ ეს არ მოდიოდა წინააღმდეგობაში არც სიტვის თავისუფლებასთან და არც ადამიანის უფლებებთან, - აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ საკითხზე დისკუსიისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის და ამ კუთხით მუშაობა უნდა დაიწყოს.

„კონსტიტუციით პრეზიდენტს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ გააჩნია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტს არა აქვს უფლება ჰქონდეს მოსაზრება, მორალური ინიციატივა, “აწიოს“ რომელიმე თემა და ამ თემაზე მიმართოს კანონმდებელს, მთავრობას, საზოგადოებას. ეს ისეთი თემაა, რაც აწუხებს საზოგადოებას. წამოიწყო ვნებათაღელვა საზოგადოებაში და საჭიროა ამის დაწყნარება. ამავე დროს აუცილებელია დაცული იყოს სიტყვის თავისუფლება. ხშირად ეს ორი პრინციპი მოყვანილია დაპირისპირებაში.

ამ კუთხით უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ მზა ტექსტი არ გვაქვს. ეს უნდა იყოს ფართო დისკუსიის საგანი. პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის საზოგადოებასთან, არასამთავრობოებთან ამ თემაზე ჰქონდეს დისკუსია. შემდეგ ეს გამოვიყენოთ დისკუსიებში საკანონმდებლო ორგანოსთან, როცა საკითხზე იქნება განხილვა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, სოციალური ქსელები ქმნიან ფონს, სადაც პასუხისმგებლობის განცდა ნაკლებია.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საჭიროა ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ადამიანის ღირსების მეტ დაცულობასაც და სიტყვის თავისუფლებასაც უზრუნველყოფს.

„რაც შეეხება ცილისწამებას, მე ეს ვთქვი ჩემს საახალწლო მილოცვაში, ძალიან კარგად ვიცი, რა თეორიული წინააღმდეგობა არსებობს ცილისწამების შესახებ კანონს, რომელიც ადამიანის ღირსებას იცავს, და ადამიანის უფლებებს შორის. ასეთი წინააღმდეგობა შეიძლება წარმოიშვას და ერთის მიერ მეორის შეზღუდვა მოხდეს. ეს არის ის, რაც კანონმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენ მივიღოთ კანონი, რომელიც არ არღვევს არც ერთ და არც მეორე პრინციპს.

როდესაც მხოლოდ მედიაზეა საუბარი, მედიას აქვს თავისი ქცევის წესები და უფრო დაცულია მოქალაქე. როდესაც საქმე გვაქვს სოციალურ ქსელთან, რომელიც ზოგჯერ ანონიმურია ან სხვა ქვეყნის მიერ მართული, მე მგონია, რომ საჭიროა ამ კუთხით ვიფიქროთ. მე არ ვამბობ, რომ ვიცი, რა კანონი უნდა მივიღოთ ან რომ გადმოვიტანოთ სხვა ქვეყნიდან ამ ტიპის კანონმდებლობა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, არის თუ არა ჩვენი შესატყვისი, რომელიმე ახალი კანონმდებლობა, რომელიც ორივეს შეითავსებს და უზრუნველყოფს ადამიანის ღირსების მეტ დაცულობასაც და სიტყვის თავისუფლებასაც. ერთად ვიფიქროთ ამაზე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, ცილისწამებასა და შეურაცხყოფაზე საუბარი იყო პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.

როგორც ეპისტოლეშია აღნიშნული, სიტყვის თავისუფლება საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლებათაგანია, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას აძლევს, საკუთარი შეხედულებისამებრ, საჯაროდ გამოთქვას აზრი და ამისთვის გამოიყენოს მასმედიაც და სოციალური ქსელიც, რაც პიროვნული თავისუფლების განცდას ბადებს და ნანახისა თუ ნააზრევის სხვისთვის გაზიარების შესაძლებლობას ქმნის, "მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ხდება რეალობის შეცვლა და სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა“.

„დღეს ადამიანები აღარ ერიდებიან სხვისი დამცირების მიზნით მათ უსაფუძვლოდ შეურაცხყოფას; სიცრუე და ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. გახშირდა ტყუილის ყველაზე მძიმე ფორმაც, - გაცნობიერებული, შეგნებული სიცრუე, - ცილისწამება, რომელიც ზოგჯერ სიმართლის სახელით ვირტუოზულად ისე არის შებურვილი, რომ მსმენელს, თავდაპირველად მაინც, შეცდომაში შეიყვანს. ამის მოქმედთ, ალბათ, ჰგონიათ, რომ რაკი სხვასზე ფიზიკურად არ ძალადობენ და სხეულის დაზიანებას არ აყენებენ, ეს დანაშაული უმნიშვნელოა, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. სიტყვას უჩვეულო ძალა აქვს, - როგორც დადებითი, ისე უარყოფითი, რადგან მას ქმნადობის უნარი გააჩნია. არის სიტყვა სიცოცხლის მომნიჭებელი და სიტყვა - სიკვდილის ტოლფასი. ამასთან, არც ერთი ჩვენი ნათქვამი არ ქრება და იგი ჩვენი მამხილებელი იქნება ღვთის წინაშე“, - ნათქვამია საშობაო ეპისტოლეში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში