საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სიაში არიან მოსამართლეები, რომლებმაც საზოგადოებას თავი მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებებით დაამახსოვრეს. მათივე განცხადებით, პარლამენტში უნდა შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვის პროცესი და კანონით უნდა განისაზღვროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის მკაფიო და მაღალი კრიტერიუმები.

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწვეტილებით პარლამენტს წარუდგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად ასარჩევ კანდიდატთა სია. სამწუხაროდ, სიაში არიან მოსამართლეები, რომლებმაც საზოგადოებას თავი მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებებით დაამახსოვრეს და რომელთა დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, პიროვნული და პროფესიული რეპუტაცია, უდავოდ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ.

ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის და ნომინირების წესი უნდა შეესაბამებოდეს უზენაესი სასამართლოს მაღალ დანიშნულებას.

მოსამართლეთა შერჩევის პროცესი გამჭვირვალე და განჭვრეტადი უნდა იყოს. კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ რიგითი მოსამართლეებისგან გამორჩეულ მაღალ სტანდარტებს.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბოლოდროინდელი, განსაკუთრებით კი უკანასკნელი მოქმედებისა და პარლამენტში განვითარებული დებატების საფუძველზე კიდევ უფრო გაგვიძლიერდა განცდა იმისა, რომ ქვეყნის ევროპულ განვითარებას, მისი დემოკრატიზაციის პროცესს სერიოზული საფრთხე დაუდგა - ვერც ერთ სახელმწიფოს ვერ ექნება პრეტენზია დემოკრატიულობაზე დამოუკიდებელი, სამართლიანი და საზოგადოების ნდობის მქონე სასამართლოს გარეშე. ვფიქრობთ, რომ საქმე გვაქვს ვითარებასთან, როდესაც მისაღებია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

ჩვენ, საქართველოს ეროვნული პლატორმის წევრი ორგანიზაციები, მივმართავთ პარლამენტს შესაბამისი რეკომენდაციებით:

პარლამენტში შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვის პროცესი; კანონით განისაზღვროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის მკაფიო და მაღალი კრიტერიუმები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის კანდიდატურების წარდგენის, საბჭოს მიერ კანდიდატების გამჭვირვალედ განხილვისა და შეფასების, საქართველოს პარლამენტის მიერ მითვის წარმოდგენილ მოსამართლეობის კანდიდატთა გამჭვირვალედ განხილვის მკაფიო წესები;

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული დამოუკიდებლობისა და მაღალი პროფესიონალიზმის უზრუნველყოფის მიზნით, მისი ფორმირებისას ამა თუ იმ ჯგუფის კლანური თუ პოლიტიკური დომინირების რისკების შესამცირებლად შემუშავდეს ახალი სამართლებრივი მიდგომები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა“, - ნათქვამია საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ლიბერალური აკადემია თბილისი, ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი, თავისუფალი არჩევანი, ასოციაცია „მერკური“, ადამიანის უფლებების დაცვის და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი, სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურს ცენტრი, ენერგოეფექტურობის ფონდი, ახალგაზრდული ალტერნატივა, მეწარმე ქალთა ფონდი, ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო, სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო, ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, ფონდი კავკასიის ეკოლოგია, ასოციაცია „ქალი და ბიზნესი“, კავშირი ეკოტეკი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, „ციხის საერთაშორისო რეფორმა“, ასოციაცია „გადავარჩინოთ მომავალი თაობა“, „ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის“, საქართველოს პრესის ასოციაცია, ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ტოლერანტი, ქალთა საინფორმაციო ცენტრი, ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება, თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრი, ასოციაცია ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის, პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“, ასოციაცია „სკოლა-ოჯახი-საზოგადოება“ და ასოციაცია „ტოლერანტი“.

იხილეთ ვიდეო: საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავენ

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ
„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ
ჯპს 29 წლისაა - წლის განსაკუთრებული ფასდაკლებების ფესტივალი