გიორგი მიქაუტაძე მოსამართლეების სიაზე - ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ მოქმედი კონსტიტუციის საფუძველზე და ვერავინ მეტყვის, რომ ერთი ნორმა მაინც დაირღვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, არ შეიძლება სახელებს და გვარებს მოარგო კონკრეტული რეგულაციები და სახელებით და გვარების მიხედვით იყოს შემუშავებული კრიტერიუმები. ამის შესახებ მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დაწყებამდე მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით განაცხადა.

„უნდა დაკონკრეტდეს, რას გულისხმობს ღია კონკურსი. დეტალებზე საუბრისგან მე თავს შევიკავებ, იმიტომ, რომ ეს უნდა გახდეს მსჯელობის საგანი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება ჩვენი პოზიციები და ჩვენი ხედვა ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ინტერესთა კონფლიქტს, იმ პროცედურაშიც კი, რომელიც ჩვენ გავიარეთ კანდიდატების დასახელებასთან დაკავშირებით, საბჭოს მოქმედ წევრებს - მე და დიმიტრი გვრიტიშვილს, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიგვიღია და ეს გადაწყვეტილება ჩვენს გარეშე მიიღეს. რაც შეეხება იმ განცხადებებს, რომლებიც გვესმის, ეს არის უკვე პროცესების პერსონებზე მორგება, რაც ცალსახად არასწორია და ამას გაეცემა არგუმენტირებული პასუხი. არ შეიძლება სახელებს და გვარებს მოარგო კონკრეტული რეგულაციები და სახელებით და გვარების მიხედვით იყოს კრიტერიუმები შემუშავებული. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ მოქმედი კონსტიტუციის საფუძველზე და ვერავინ ვერ მეტყვის, რომ ერთი ნორმა მაინც დაირღვა ამ პროცესში“ , - განაცხადა მიქაუტაძემ.

მისივე თქმით, როგორც პარლამენტის სპიკერთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, კონკურსის საკითხებზე მსჯელობა გაიმართება.

„უახლოეს მომავალში გაიმართება ფართო ჩართულობით სამუშაო შეხვედრა, სადაც დეტალები დაზუსტდება კრიტერიუმებთან მიმართებაში. რაც შეეხება ზოგადად მიმდინარე პროცესებს, მინდა განვაცხადო, რომ ბოლო პერიოდში განხორციელდა არაერთი რეფორმა, რათა სასამართლო სისტემას ჰქონოდა რეალური დამოუკიდებლობა, რაც მიღწეული იქნა. საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომელიც უპრეცედენტო გარანტიებს ქმნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის, თუმცა დღეს გვესმის სინანულის ტონით გამოთქმული განცხადებები ამ რეფორმებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს ძალიან არასწორია " , - განაცხადა მიქაუტაძემ.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
ახალი სიტყვა ელექტრომობილების ინდუსტრიაში - Lexus RZ-ს უკვე საქართველოშია
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ზოგჯერ შიში მხოლოდ ხმაა — როგორ აქცია „ბლიც დენტალმა“ სტომატოლოგიური ხმები მუსიკად
„მეტროპოლი“ 1 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ქავთარაძის პროექტში ბინას სპეციალური პირობებით სთავაზობს
ბრიტანულ-ქართულ აკადემიას საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრობის სტატუსი მიენიჭა