მოხალისე ჯგუფები თბილისში ტყვიის კერებს საცხოვრებელ სახლებში შეამოწმებენ

მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოხალისეობრივი ჯგუფი ტყვიის წყაროების აღმოსაჩენად თბილისში 20-მდე ოჯახის შემოწმებას იწყებს.

როგორც ორგანიზაცია „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, 20-ვე ოჯახში ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მათთან ტყვიის მაღალი შემცველობაა. თუმცა, მისივე განმარტებით, ჯერჯერობით უცნობია, რა არის ტყვიის კერა.

„მომავალი კვირიდან თბილისში ვიწყებთ 20 ოჯახის შემოწმებას, სადაც უკვე ანალიზით დადგენილია, რომ მათთან ტყვიის კერაა. შემოწმდება საცხოვრებელი გარემო, სინჯებს ავიღებთ კედლის საღებავიდან, იატაკიდან, ჭურჭლიდან, საკვები პროდუქტებიდან, სათამაშოებიდან თუ ოჯახში ბავშვია. ჩვენი მკვლევარი მივა ოჯახში და აიღებს ნიმუშებს, შემდეგ ეს ნიმუშები მიგვაქვს „ხარისხის ლაბორატორიაში“ და დაახლოებით, სამ კვირაში გვეცოდინება პასუხი. კვლევის მთავარი მიზანია დავადგინოთ წყარო, საიდანაც ადამიანები ტყვიას იღებენ. მთავრობა გვეუბნება, რომ ჰაერში ტყვია არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ სადღაც არის. გვინდა ვუთხრათ მთავრობას, რომ კონკრეტულ პროდუქტებში, ნივთებში და ა.შ. აღმოჩნდა ტყვია და რეგულაციები, რომელიც დღეს არ არსებობს, აუცილებელია. დღეს არც ერთი იმპორტირებული პროდუქტი ტყვიის შემცველობაზე არ მოწმდება, თუმცა, რეგულაციების დაწესება საჭიროა“, -აღნიშნავს ლალიაშვილი.

ლალიაშვილის თქმით, კვლევაში ჩართვის მსურველებს შეუძლიათ ორგანიზაცია „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ დაუკავშირდნენ.

„20-ვე ოჯახი თვითონ დაგვიკავშირდა, წარმოადგინეს ანალიზების პასუხები, რომ მათ აქვთ ტყვიის შემცველობა, ამიტომ სურთ კვლევის ჩატარება წყაროს დასადგენად. შემოწმდება სუნელი, საკვები, წყალი, მარილი, ჭურჭელი, სათამაშოები, იატაკის და კედლის საღებავი. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, თუ სურვილს კიდევ სხვა ოჯახებიც გამოთქვამს, კვლევას გავაგრძელებთ. საჭიროა მხოლოდ ანალიზის პასუხი, რომ კვლევა დავიწყოთ“, - განაცხადა ლალიაშვილმა.

ცნობისთვის, კვლევაში ჩართული არიან „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, “მწვანე ალტერნატივა“, „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, „საქართველოს კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ და „ხარისხის ლაბორატორია“. კვლევაში ასევე ჩართულები არიან აქტიური მოქალაქეები და მოხალისეები, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციაში მუშაობენ. ინიციატივის მხარდამჭერია ფონდი „ორბელიანი საქართველოა“.

ხათუნა ბურკაძე - გლობალური გამოწვევები გლობალურ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა, სახელმწიფოებმა უფრო მეტი წინდახედულება უნდა გამოიჩინონ საკუთარი რესურსების  შესაქმნელად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2020
ვალერი სოლოვეი - თუ დაავადებულთა აბსოლუტურ ციფრებს გავითვალისწინებთ, რუსეთი ევროპაში იტალიისა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილზეა
BTU-ს ახალი ამერიკული პარტნიორი StrategEast ქვეყანაში ტექნოლოგიური ჰაბის განვითარების პროცესში ერთვება
"ლიბერთი" მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს
“ემბისიმ“  3-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის მსურველთა ყველა განაცხადი დააკმაყოფილა.
"კერხერ-საქართველომ" ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს საჩუქრად "კერხერის" პროფესიონალური ორთქლის აპარატი გადასცა
KFC ექსკლუზიურად "ვოლტზეა"
"საქკაბელის" პროდუქციის შეძენა ვებ გვერდზე უკვე დისტანციურად არის შესაძლებელი
D ვიტამინის დეფიციტი და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები
"ვენდის" და "დანკინის" რესტორნები მუშაობის ახალ გრაფიკზე გადადის
სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსი“ 5000 პსრ ტესტის ჩასატარებელ ნაკრებს ლუგარის კვლევით ცენტრს გადასცემს
„საქართველოს ბანკის“ მობილბანკი ფინანსური ოპერაციების შესრულებისას ნაკლებ ინტერნეტს მოიხმარს