მაია ცქიტიშვილი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე - მისასალმებელია ყველა ის ნაბიჯი, რომელიც მეგობარ ერს საშუალებას მისცემს, თავი დაიმკვიდროს, როგორც  დამოუკიდებელმა სახელმწიფომ

უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით საუბრისას საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ის პირველ რიგში ქართული ეკლესიის გადაწყვეტილებას ელოდება, თუმცა მისთვის მისასალმებელია ის ნაბიჯები, რომელიც მეგობარ ერს მისცემს საშუალებას, თავი დაიმკვიდროს როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ. მაია ცქიტიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

,,ეს პირველ რიგში საეკლესიო გადაწყვეტილებაა და საეკლესიო სფეროში ხდება ამ გადაწყვეტილებების მიღება. მე, რა თქმა უნდა, ამ აზრსაც ვიზიარებ, თუმცა მეორეს მხრივ ჩემთვის მისასალმებელია ნებისმიერი ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენს მეგობარ ერს მისცემს საშუალებას, რომ კიდევ უფრო დაიმკვიდროს თავი, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ. ძირითადი გადაწყვეტილება ეკლესიას ეკუთვნის და ჩვენ ყველანი ველოდებით ეკლესიის გადაწყვეტილებას, მას შემდეგ, როდესაც ისინი გაეცნობიან იმ პირობებს, რომელიც ავტოკეფალიის მინიჭების დროს გაჟღერდა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება