საზოგადო მოღვაწეების ჯგუფი პოეტ ლადო ასათიანის ნეშტის მთაწმინდის პანთეონში გადასვენებას მოითხოვს

„ქართული ოცნების“ წევრი კარლო კოპალიანი ინიციატივით გამოდის, რომ პოეტ ლადო ასათიანის ნეშტი დიდუბის პანთეონიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენონ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კარლო კოპალიანმა განუცხადა, ჯერ კიდევ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეთა მიერ შემდგარმა ჯგუფმა პოეტის ნეშტის გადასვენების თაობაზე მიმართვა გაუგზავნა პრემიერს, თუმცა საკითხი ამ დრომდე გაჩერებულია.

მისივე თქმით, უკვე 20 წელია ლადო ასათიანის ძეგლი დამზადებულია სკულპტორ გიორგი შხვაცაბაიას მიერ. კოპალიანის თქმით, კარგი იქნება თუ ნეშტის გადასვენებისა და ძეგლის თბილისში განთავსების საკითხი გადაწყდება. მისივე განმარტებით, მნიშვნელობა არ აქვს სად დაიდგმება ძეგლი, მთავარია, ის თბილისში შესაბამის ლოკაციაზე დაიდგას, სადაც კომისია გადაწყვეტს.

„2006 წლიდან მიმდინარეობს ამ საკითხზე საუბარი. გვინდოდა, პოეტის 100 წლის საიუბილეო საღამო გაგვეკეთებინა, გამოგვეშვა მისი საიუბილეო კრებული, გვინდოდა გვესაუბრა მისი ნეშტის დიდუბის პანთეონიდან მთაწმინდის პანთეონში გადასვენების თაობაზე და პოეტის ძეგლის დადგმა თბილისში, რომელიც უკვე 20 წელია მზად არის. ნეშტის გადასვენების თაობაზე ცნობილი მეცნიერები, მწერლები, ისტორიკოსები მიმართვას აწერდნენ ხელს, რომელიც გავუგზავნეთ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს. კვირიკაშვილმა საკითხი დააწერა კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძეს, გიორგაძემ კი ქალაქის იმდროინდელ მერს დავით ნარმანიას. ამის თაობაზე დავით ნარმანიასთან საქმიანი შეხვედრა გვქონდა, თითქოს ეს საკითხი დაიძრა, მაგრამ საბოლოოდ, როგორც ვხედავთ, გაჩერდა. ათასი ბიუროკრატიული ბარიერია ა.შ. ვინც ლადო ასათიანის შემოქმედება იცის და პატრიოტია, არმგონია არ მოსწონდეს ლადო ასათიანის შემოქმედება და წინააღმდეგი იყოს, რომ პოეტის ნეშტმა განისვენოს ნიკოლოზ ბარათაშვილის გვერდით. ეს იქნება სიმბოლური“, - განაცხადა დეპუტატმა კარლო კოპალიანმა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს