როგორ დავძლიოთ ნარჩენების პრობლემა აზიაში

თუ არსებობს ერთი ნივთი, რომელიც თანამედროვე დედამიწას ამომწურავად აღწერს, ეს არის - პლასტმასი. ის ადვილად მზადდება და გამოიყენება, მაგრამ განუზომელი ზიანიც მოაქვს, განსაკუთრებით აზიაში, სადაც მდინარეები, ტბები და ოკეანეები პლასტმასში იხრჩობა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.

ჩვენ ახლაღა ვიგებთ რა გავლენას ახდენს დაბინძურება ჩვენს საკვებ სისტემასა და ოკეანეებში ჟანგბადის წარმომშობ პლანქტონებზე (ფიტოპლანქტონზე).

ფიტოპლანქტონი ოკეანეებში არსებული ნახშირორჟანგის (CO2) გამოყენებით ჩვენს მიერ მოხმარებული ჟანგბადის დაახლოებით 70%-ს აწარმოებს და ძალდაუტანებლად ანადგურებს ატმოსფერული ნახშირორჟანგის მესამედს.

ეს მეტისმეტად პატარა არსებები გარემომცველ სამყაროში მომხდარი ცვლილებების მიმართ მგრძნობიარენი არიან და ოკეანეებში მჟავიანობის ზრდასთან შესაგუებლად დრო სჭირდებათ. არსებული მდგომარეობით, მოსალოდნელია, გავრცელებულ სახეობებში ცვლილებების გამოწვევა, მრავალი ცოცხალი ორგანიზმის გადაშენება და გადარჩენილი თევზის სახეობების დაბინძურება. უარეს შემთხვევაში შესაძლოა ვიდგეთ ოკეანის საკვები ქსელის კატასტროფული რღვევის წინაშე, რომელიც ამჟამად 1.4 მილიარდ ადამიანს კვებავს.

ისმის კითხვა: რატომ ხვდება ამდენი პლასტმასი და სხვა ნარჩენები ოკეანეებში, მაშინ როცა საფრთხე მეტისმეტად სერიოზულია? ალბათ, იმიტომ, რომ ნაგავი, თავისი არსით, ყოველთვის სხვისი პრობლემაა.

თუმცა, საქმე ისაა, რომ პრობლემა პრობლემად რჩება. 2050 წლისათვის მსოფლიოს მოსახლეობის ორი მესამედი ურბანულ დასახლებებში იცხოვრებს. ჩვენ გამოწვევის წინაშე ვდგავართ - გადავიყვანოთ ენერგიის ინტენსიურად მომხმარებელი და „გადამყრელი“ ცივილიზაცია წრიულ ეკონომიკაზე, სადაც რესურსების კონსერვაცია და ნარჩენების ეფექტური მართვა უმთავრესი პრიორიტეტებია.

დასაწყისისთვის უნდა ვაღიაროთ, რომ ყველა სახის ნარჩენის გადამუშავება შეუძლებელია. ზოგიერთ ნარჩენს „არსებობის დასასრული“ უდგება და მისი დაუყოვნებლივი საბოლოო განთავსება აუცილებელია. დღეს გვაქვს ტექნოლოგიები, რომელთა წყალობით ნარჩენების გადამუშავებას არა მხოლოდ გარესამყაროსთვის მინიმალური ზიანის მოტანის ხარჯზე შევძლებთ, არამედ მათ ენერგიად ან სხვა რესურსად გარდავქმნით.

ყოველთვის ასე არ იყო. 60-იან წლებში დიდი ალბათობით პოლიეთილენის პარკი ეზოში გაჩაღებულ კოცონში ხვდებოდა და წვისას საშიშ ტოქსიკურ ნივთიერებებს გამოყოფდა. 70-იანებში მისი ინსინირატორში დაწვა ჰაერში კვლავაც ტოქსიკური გამონაბოლქვისა და ფერფლის გაფრქვევით სრულდებოდა. 2000-იანი წლებისთვის ბევრ ქვეყანაში გაჩნდა სხვადასხვა ხარისხის გარემოსდაცვითი კონტროლით აღჭურვილი ნაგავსაყრელები, მაგრამ გადამუშავება მაინც ხშირად გულისხმობდა პლასტმასისა და პოლიეთილენის ძველი ინსინირატორების მსგავსად უკონტროლო პირობებში განადგურებას.

დღეს ჩვენი მიზანია გადავამუშავოთ და ხელახლა გამოვიყენოთ რაც შეიძლება მეტი ნარჩენი. ნარჩენების უმრავლესობის გადამუშავება შესაძლებელია თუ მათ სწორად დავახარისხებთ, გადაუმუშავებელ ნაწილს კი ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით მოევლება, რაც ძველ ინსინირატორებთან შედარებით 25 000-ჯერ ნაკლებ მომწამვლელ ნივთიერებას გამოყოფს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ტექნოლოგიები ახერხებენ ფერფლის თავმოყრას, ჩაკეტვას და დამაბინძურებლებისგან მდინარეთა კალაპოტებისა და ოკეანეების დაცვას.

იაპონია ნარჩენების ენერგიად გარდაქმნის მსოფლიო ლიდერია. მათი დანადგარები გამოყოფენ იაპონიის თანამედროვე მკაცრი სტანდარტებით დაშვებული ტოქსიკური ნივთიერებების რაოდენობის მხოლოდ 20%-ს. ეს ტექნოლოგია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ბოლო 5 წლის განმავლობაში ADB-ს დახმარებით შემუშავდა და დაინერგა.

ეკოპარკები

ნარჩენების ენერგიად გარდაქმნის თანამედროვე მექანიზმები უამრავ შესაძლებლობას ქმნის. ეკოპარკები - იგივე ინდუსტრიული პარკები, სადაც ორგანიზაციები ნარჩენების შესამცირებლად თანამშრომლობენ და შუალედურ პროდუქტებს ენერგიად ან სხვა რესურსებად აქცევენ - ნარჩენების მართვის მექანიზმს ცვლიან.

ეკოპარკის მეიჯარეები რესურსების კვლავწარმოების მიზნით საზიაროდ მოიხმარენ ელექტროენერგიას, სითბოსა და ორთქლს. ეკოპარკებში შესაძლებელია გადამუშავდეს დანადგარების გამონამუშევარი წყალი (ტექნიკური წყალი), საკვების, კანალიზაციის, სამშენებლო, სამედიცინო და სხვა სახის ნარჩენები. ჩვენ მხარს ვუჭერთ ტექნოლოგიებს, რომლებიც დამბინძურებლებისა და ნარჩენების უსაფრთხოდ კონსერვაციისა და ოკეანეების მათგან დაცვის საშუალებას იძლევა.

ეკოპარკებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მომხმარებელთა არჩევანზე სახეშეცვლილი პროდუქტებისა და გადამუშავებისთვის ვარგისი მასალების სასარგებლოდ. საერთო სარგებლობის დაწესებულებები სპიტელაუში, ავსტრია და ნიანგბოში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, აჩვენებს მსურველებს რა ბედი ეწევა მათ ნარჩენებს. მწარმოებლები მომხმარებელთა არჩევანს გაითვალისწინებენ, მით უმეტეს, რომ ერთჯერადი გამოყენების ნივთები მეტ კრიტიკულად განწყობილ დამკვირვებელს იზიდავს.

ქალაქების ზრდასა და გადამუშავების გაუმჯობესებასთან ერთად, ორგანული მასალებისა და საკვები ნარჩენების გადამუშავების შესაძლებლობა პატარა, სატელიტ ეკოპარკებსაც უჩნდება. შედეგად დაიზოგება სატრანსპორტო დანახარჯები, წარმოებულ ენერგიას კი ადგილობრივად მოიხმარენ.

ნარჩენები და ციფრული ტექნოლოგიები

ნარჩენების რევოლუცია ეკოპარკებით არ შემოიფარგლება. ციფრული ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა ნარჩენებით მოვაჭრე ელექტრონული აპლიკაციები გეოგრაფიულ საინფორმაციო სისტემებს დაუკავშირდეს. დიდი მოცულობის საინფორმაციო ბაზა ნარჩენების შეგროვებასთან დაკავშირებულ ხარჯებს შეამცირებს და სპეციფიკური ნარჩენების ეფექტიანად შეგროვებას შეუწყობს ხელს.

წარმოიდგინეთ, რომ შესაძლებელია იუბერის (Uber) ტაქსის სისტემის ნარჩენების ადგილობრივ შემგროვებლებსა და ვაჭრებზე მორგება. ADB თანამშრომლობს ისეთ აპლიკაციებთან, როგორიცაა www.soluhq.com. აქ მომხმარებელს საშუალება აქვს დაახარისხოს და გაყიდოს საკუთარი საყოფაცხოვრებო ნარჩენები. ვგეგმავთ ამ ტიპის აპლიკაციები ჩვენს გეოგრაფიულ საინფორმაციო სისტემაში ჩავრთოთ. გაუმჯობესებული გარემოსდაცვითი მომსახურებების სტიმულირების გარდა, ეს საბანკო ანგარიშის არმქონე მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომს ქმნის საბანკო და სადაზღვევო მომსახურებას.

ნარჩენების ციფრულ შეგროვებას ასევე შეუძლია სახელმწიფო ფინანსების გაზრდა. შესაძლებელია რესურსების კვლავწარმოების ხარჯები მწარმოებელს პროდუქციის „არსებობის დასასრულის“ ხარჯების მიხედვით გადასახადის სახით დაეკისროს. ასეთი გადასახადის თავიდან აცილების მიზნით კომპანიები პროდუქციისა და შეფუთვის ეკოლოგიურ განახლებას შეეცდებიან, რაც ხელს შეუწყობს ნარჩენების შემცირებას და ოკეანეების დაცვას.

ეკოპარკები და ციფრული ტექნოლოგიები ასევე გზას უხსნიან ნარჩენების გადამუშავების რეგიონულ მიდგომას. პორტებში, სანაპიროების საქმიან ნაწილში სტრატეგიულად განლაგებულ ეკოპარკებს, მაგალითად, როგორიცაა როტერდამში ენერკემის ეკოპარკი, ყიდვა-გაყიდვისთვის ვარგის ნარჩენებზე მიწოდების ჯაჭვის შემცირება ძალუძთ.

აზიის ნარჩენების კრიზისი არის რეგიონის ეკონომიკური ზრდის ახალ საფეხურზე აყვანის შესაძლებლობა. თანამედროვე ტექნოლოგიებითა და გაბედული აზროვნებით შეგვიძლია წრიულ ეკონომიკაზე გადავიდეთ და ჩვენი ოკეანეები გადავარჩინოთ.

სტივენ პეტერსი აზიის განვითარების ბანკში ენერგეტიკის მიმართულების უფროსი სპეციალისტია.

ავტორი: სტივენ პეტერსი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს