კახა კალაძე თბილისის რაიონების გამგებლებს მიმართავს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქლაქის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ის 1 მილიარდ ლარს აღემატება. როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, გაზრდილი ბიუჯეტით მერია 2019 წელს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გეგმავს.

კახა კალაძემ ქალაქში უკვე განხორციელებული პროექტების დროს თბილისის მოსახლეობას თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„2019 წელს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ. აღსანიშნავია ის, რომ 2019 წლის ბიუჯეტი ისტორიულია. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს. პირველი კვარტლის ბოლოს, მილიარდს გადააჭარბებს დედაქალაქის ბიუჯეტი. კონკრეტულად, 1 მილიარდ 50 მილიონ ლარს აღემატება, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით. თუ შედარებას გავაკეთებთ, დაახლოებით 130-140 მილიონი ლარით მეტია, რაც ქალაქისთვის მეტ განხორციელებულ პროექტს ნიშნავს. მინდა წარმატებები ვუსურვო თბილისის მთავრობას, მუნიციპალიტეტის ყველა სტრუქტურას, ყველა თანამშრომელს 2019 წლის საქმიანობაში. ისევ და ისევ მაქვს მოქალაქეების თანადგომისა და მხარდაჭერის იმედი, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ვგრძობდით 2018 წელს. ეს იყო ძირითადი მამოძრავებელი ძალა, რომელიც სტიმულსა და ენერგიას გვაძლევდა გვეკეთებინა ის, რაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი იყო. ასე, რომ 2019 წელს თბილისელების თანადგომის იმედი მაქვს იმ პროექტების განხორციელებაში, რაც საზოგადოებას უნდა წარვუდგინოთ“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, მერმა თბილისის რაიონების გამგებლებსა და მერიის სამსახურებს მიმართა, ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს საზოგადოების ნდობა თბილისის მერიის მიმართ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს