აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი გო­გო­ნას მდგომარეობა მძიმეა, მისი 4 წლის ძმა და დედა კი გარდაიცვალნენ

დიდ დი­ღომ­ში აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი მცი­რე­წლო­ვა­ნი გო­გო­ნას მდგომარეობა, რომ­ლის ფო­ტომ "ფე­ის­ბუ­ქი" შეძ­რა, მძიმეა, მისი 4 წლის ძმა კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Ambebi.ge ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ასევე მძიმეა გოგონას მეორე მცირეწლოვანი ძმის მდგომარეობაც.

აფეთქება ფირალიშვილების ოჯახში მოხდა. გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის ბავ­შვე­ბის დე­დაც არის.

"სახ­ლში ახა­ლი მი­სუ­ლი ვი­ყა­ვი, აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ვი­გე, ბავ­შვე­ბის ხრო­ტი­ნის ხმა მეს­მოდა, ჩემი ხე­ლით გა­მო­ვიყ­ვა­ნე ჩემი შვი­ლე­ბი", - აცხა­დებს ბავ­შვე­ბის მამა ფრი­დონ ფი­რა­ლიშ­ვი­ლი Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას.

მისი თქმით, აფეთ­ქე­ბის დროს მათ­თან ოჯახ­ში სტუმ­რად მისი მე­უღ­ლის დაც იმ­ყო­ფე­ბო­და, რომლის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრო­ის­თვის მძი­მეა.

თბილისში, დიდ დიღომში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირი აფეთქდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ოთხი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს