მოყინული გზის გამო იგოეთთან ერთმანეთს 20-ზე მეტი ავტომობილი შეეჯახა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის იგოეთის მონაკვეთზე ერთმანეთს 20-ზე მეტი ავტომობილი შეეჯახა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველმა აცნობა, ამის მიზეზი გზაზე არსებული ლიპყინულია. მისი თქმით, გზა იმდენად მოყინულია, რომ მანქანებს უსაფრთხოდ გადაადგილება უჭირთ.

იხილეთ ვიდეო: ავარია ავტობანზე სამ სხვადასხვა ადგილზე მოხდა - ერთმანეთს 20 მანქანა შეეჯახა