დავით ზალკალიანი ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დესსისლავა ივანოვას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს.

„დადებითი შეფასება მიეცა პოლიტიკურ დონეზე არსებულ ურთიერთობებს და განსაკუთრებული ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების აუცილებლობას.

ბულგარეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები აქტიური თანამშრომლობის შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა