გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტის დატოვებას გამორიცხავს

მე არავისთვის არ ჩამირტყამს, არც ჯაჭვი და არც ხელკეტი, - ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ სპორტის სასახლეში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

გეგა გეგეშიძის თქმით, ის ადასტურებს, რომ იყო შეხლა-შემოხლა, თუმცა აცხადებს, რომ მას რაიმე საგნის გამოყენებით დაზიანება არავისთვის მიუყენებია. ამასთან, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გამორიცხავს, რომ მან დატოვოს დაკავებული თანამდებობა.

„ვის წარბი გაუსკდა და ვის თავი გაუტყდა, ეს არც არავის დაუნახავს და პირადად არც მე დამინახავს. ზოგადად ჩემთვის გაუგებარია, ზოგი იძახის, რომ მე ხელკეტი ჩავარტყი, ზოგი იძახის ჯაჭვი ჩავარტყი, ზოგი იძახის, რომ დავჭერი. ასე რომ ჯერ თვითონ ჩამოყალიბდნენ რა მოხდა. მე პირდაპირ ვამბობ, არც არავისთვის ჩამირტყამს რამე, არც ჯაჭვი, არც ხელკეტი და არც არავინ დამიჭრია.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ჩვეულებრივ მივცემ ჩვენებას. რაც შეეხება ჩემი თანამდებობის დატოვებას, ეს არც განიხილება“, - განუცხადა გეგა გეგეშიძემ „იმედს“.

შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა ფეისბუქში განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ. ზურაბ დათუნაშვილი მოითხოვს, რომ გეგეშიძემ დატოვოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სპორტის სასახლეში, ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე, მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება 11 იანვარს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო.

იხილეთ ვიდეო: გეგეშიძე: "ვის წარბი გაუსკდა და ვის თავი გაუტყდა" - ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს