კურორტი „საირმე“ მოხვდა Hospitality International Award-ის დაჯილდოების ფინალში, ნომინაციაში: The Best Medical Hotel. კურორტი „საირმე“ ერთადერთი პრეტენდენტია საქართველოდან ამ ჯილდოს მოსაპოვებლად.
- HOSPITALITY AWARDS® ერთადერთი საერთაშორისო პროფესიონალური ჯილდოა ამ ინდუსტრიაში, რომელსაც 2011 წელს ჩაეყარა საფუძველი. დაჯილდოების მისიაა განავითაროს პროფესიონალური და კონკურენტული ინდუსტრია სასტუმროების მიღწევების პოპულარიზაციის გზით. დაჯილდოებაში მონაწილეობას იღებს 21 ქვეყანა და ასობით კომპანია: პოლონეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, საქართველო, სლოვაკეთი, მოლდოვა, უკრაინა, ავსტრია, ჩეხეთი, ხორვატია, მონტენეგრო, სერბეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ალბანეთი, მაკედონია, სლოვენია, საბერძნეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი.
- ნომინაცია: “საუკეთესო სამკურნალო სასტუმროს” მიზანია გამოავლინოს კურორტი / სასტუმრო, რომლისთვისაც სტუმრების ჯანმრთელობაზე ზრუნვა ამოსავალი წერტილი და უმთავრესი ამოცანაა.
დაჯილდოების გალა ცერემონია გაიმართება კიევში, უკრაინაში, 2019 წლის 24 თებერვალს;
წყარო: http://bit.ly/HospitalityAwardsSairme
მონაწილეთა სრული სია: https://hospitalityawards.international/2018/winners/finalists-2018
(R)