საქართველოში ავტომობილების ონლაინ-შესყიდვა მარტივდება

საქართველოში ავტომობილები საექსპორტო პროდუქტების რეიტინგში მეორე პოზიციას იკავებს და ქვეყნის, როგორც საავტომობილო ვაჭრობის ჰაბის, ფუნქცია და როლი წლიდან წლამდე იზრდება. ამ მიმართულების სამომავლო ზრდისა და ხარისხის ასამაღლებლად კი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ცოტა ხნის წინ ბაზარზე გამოჩნდა კომპანია CARDEAL.GE, რომელმაც დანაწევრებული ბაზრის კონსოლიდაცია ერთი უნივერსალური ეკოსისტემის შექმნით, ერთი ფანჯრის პრინციპით მოახერხა.

მთელ მსოფლიოში ავტომობილი უკვე ონლაინ შეძენის ერთ-ერთი პოპულარული პროდუქტი გახდა და ეს ტენდენცია საქართველოშიც მეტად აქტუალურია. თუმცა ავტომობილის ონლაინ ყიდვას გარკვეულწილად ხელს უშლის ისეთი ფაქტორები, როგორიცაა მყიდველის შიში რომ არ მოატყუონ, ფული არ დაკარგოს და მოლოდინი იმისა, რომ ყიდვის პროცედურა რთულია. მომხმარებელს ეშინია, არ მოატყუონ, რადგან მას უწევს ისეთ დამატებით რგოლებთან ურთიერთობა, რომლებიც არც ავტომობილის ოფიციალური გამყიდველები არიან და არც სერვისის მიმწოდებლები. ისინი წარმოადგენენ გაურკვეველ შუამავლებს, რომლებიც მომხმარებელს კიდევ დამატებით საკომისიოს ახდევინებენ. აღნიშნული დღევანდელ ონლაინ კომერციაში მიუღებელია და რეალურად შეიძლება გაცილებით მარტივად და იაფად სასურველი ავტომობილის შესყიდვა მსოფლიოს ნებისმიერ წარტილში, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა CARDEAL.GE.

პორტალზე მომხმარებელს საშუალება აქვს, ყველა საჭირო სერვისი ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღოს. ქართული ბაზრისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ CARDEAL.GE-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა CARFAX, რომელიც პირველად შემოვიდა რეგიონში და მომხმარებელს სთავაზობს შეამოწმოს მისი ოფიციალური ბაზიდან ავტომობილის სრულყოფილი ისტორია.

ავტომობილის მოსალოდნელზე სერიოზული დაზიანებებით ჩამოსვლის შიშის აღმოსაფხვრელად კომპანია მომხმარებელს აუქციონის დაწყებამდე ამერიკელი კვალიფიციური ინსპექტორის შემოწმებას სთავაზობს.

საიტზე, ასევე, ინტეგრირებულია გადამზიდი კომპანიების საუკეთესო შეთავაზებები, რომელიც მომხმარებელს ნებისმიერ ავტომობილის საქართველომდე ტრანსპორტირების სრულ ღირებულებას აწვდის.

CARDEAL.GE-ის ბაზა ამჟამად 60 000-ზე მეტ ამერიკულ ავტომობილს მოიცავს, რომელთა შეძენა შუამავლის გარეშე, სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი. წლის ბოლომდე იგეგმება 2 000 000 ავტომობილამდე ასვლა დამატებითი მომწოდებლების ჩართვით დუბაიდან, იაპონიიდან და ცენტრალური ევროპიდან.

(R)

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს