ამირან გამყრელიძე - გრიპის ვირუსით ავადობის და მწვავე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი უმნიშვნელოდაა შემცირებული

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ვირუსით ავადობის და მწვავე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი უმნიშვნელოდაა შემცირებული.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, H1N1-ით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული 19 შემთხვევაა.

მან გრიპის ვირუსთან დაკავშირებით წინა კვირის მაჩვენებელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შემცირება შეინიშნება, თუმცა არა სწრაფი ტემპებით.

„წინა კვირის მონაცემების მიხედვით, ავადობის გავრცელების მაჩვენებელი არის 100 000 მოსახლეზე 251, ორი კვირის წინ 253 იყო. უმნიშვნელო შემცირებაა. ოდნავ შემცირებულია ასევე მძიმე მწვავე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი -30.9%. დინამიკა არის კლებისკენ მაგრამ არა ძლიერი. შემცირებულია მძიმე მწვავე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, განსაკუთრებით ბავშვებში - 46%-დან 26%-მდე. ზოგადად ჰოსპიტალში მყოფ გრიპის და გრიპის მსგავს დაავადებების მქონე ავადმყოფთა რაოდენობა 750-მდეა, რაც იყო 900-ზე მეტი. სასწრაფოს გამოძახების რიცხვიც მწვავე რესპირატორული დაავადებებით შემცირებულია, როგორც თბილისში ისე მთელ ქვეყანაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს