ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი, ლევან კობიაშვილი მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 15 თებერვალს ჩატარდება, მხოლოდ ერთი კანდიდატი, ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ ფედერაციის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 29-ე საარჩევნო ყრილობა 15 თებერვალს ჩატარდება. ყრილობაში მონაწილეობის სურვილი ოფიციალურად დაადასტურა 29 სუბიექტმა. 15 თებერვლის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს ქვემო ქართლის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია, რომელსაც ამ დრომდე არ მიუმართავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოსთვის.

საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 21 იანვარს ამოიწურა. რეგისტრირებულია მხოლოდ ერთი კანდიდატი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, რომელიც გუშინდელი დღის ჩათვლით, კანდიდატად ორგანიზაციის 28 სუბიექტმა წარადგინა. ესენია: ს.კ. დინამო თბილისი, ს.კ. სიონი, ს.კ. მერანი მარტვილი, ს.კ. სამტრედია, ს.კ.ცხინვალი, ს.კ.ვიტ ჯორჯია, ს.კ.ტორპედო ქუთაისი, ს.კ.კოლხეთი 1913, ს.კ.გაგრა, ს.კ.ზუგდიდი, ფ.კ.გორი, ქალთა ფეხბურთის ფედერაცია, მცხეთა-მთიანეთის რფფ, აჭარის ფეხბურთის ფედერაცია, სამეგრელო ზ.სვანეთის რფფ, ფეხბურთის მუშაკთა პროფკავშირი, სამხრეთ ოსეთის ფფ, სამცხე ჯავახეთის ფფ, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია, გურიის რფფ, რაჭა-ლეჩხუმისა და ქ. სვანეთის რფფ, შიდა ქართლის რფფ, ფუტსალის ასოციაცია, კახეთის რფფ, იმერეთის რფფ, ფეხბურთის მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა კავშირი, ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანება და თბილისის ფეხბურთის ფედერაცია.

ზემოთ ჩამოთვლილ სუბიექტებთან ერთად, ყრილობაზე დარეგისტრირდა ს.კ. ზესტაფონი. საარჩევნო ყრილობაში მონაწილეობას სულ 29 სუბიექტი მიიღებს.

15 თებერვალს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად, აღმასრულებელ კომიტეტსაც ოთხი წლის ვადით აირჩევენ.

ფეხბურთის ფედერაციის 29-ე ყრილობა სასტუმრო „ჰუალინგში“ 12 საათზე დაიწყება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი, ლევან კობიაშვილი მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 15 თებერვალს ჩატარდება, მხოლოდ ერთი კანდიდატი, ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ ფედერაციის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 29-ე საარჩევნო ყრილობა 15 თებერვალს ჩატარდება. ყრილობაში მონაწილეობის სურვილი ოფიციალურად დაადასტურა 29 სუბიექტმა. 15 თებერვლის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს ქვემო ქართლის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია, რომელსაც ამ დრომდე არ მიუმართავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოსთვის.

საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 21 იანვარს ამოიწურა. რეგისტრირებულია მხოლოდ ერთი კანდიდატი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, რომელიც გუშინდელი დღის ჩათვლით, კანდიდატად ორგანიზაციის 28 სუბიექტმა წარადგინა. ესენია: ს.კ. დინამო თბილისი, ს.კ. სიონი, ს.კ. მერანი მარტვილი, ს.კ. სამტრედია, ს.კ.ცხინვალი, ს.კ.ვიტ ჯორჯია, ს.კ.ტორპედო ქუთაისი, ს.კ.კოლხეთი 1913, ს.კ.გაგრა, ს.კ.ზუგდიდი, ფ.კ.გორი, ქალთა ფეხბურთის ფედერაცია, მცხეთა-მთიანეთის რფფ, აჭარის ფეხბურთის ფედერაცია, სამეგრელო ზ.სვანეთის რფფ, ფეხბურთის მუშაკთა პროფკავშირი, სამხრეთ ოსეთის ფფ, სამცხე ჯავახეთის ფფ, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია, გურიის რფფ, რაჭა-ლეჩხუმისა და ქ. სვანეთის რფფ, შიდა ქართლის რფფ, ფუტსალის ასოციაცია, კახეთის რფფ, იმერეთის რფფ, ფეხბურთის მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა კავშირი, ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანება და თბილისის ფეხბურთის ფედერაცია.

ზემოთ ჩამოთვლილ სუბიექტებთან ერთად, ყრილობაზე დარეგისტრირდა ს.კ. ზესტაფონი. საარჩევნო ყრილობაში მონაწილეობას სულ 29 სუბიექტი მიიღებს.

15 თებერვალს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად, აღმასრულებელ კომიტეტსაც ოთხი წლის ვადით აირჩევენ.

ფეხბურთის ფედერაციის 29-ე ყრილობა სასტუმრო „ჰუალინგში“ 12 საათზე დაიწყება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს