გიორგი კანდელაკი - დღეს მაგნიტსკის აქტი საერთაშორისო იარაღია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი ევროსაბჭოში მაგნიტსკის სიასთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა.

„მაგნიტსკის საკანონმდებლო აქტი, რომელიც ამერიკაში, კანადაში, დიდ ბრიტანეთსა და ბალტიის სამ ქვეყანაში მიიღეს, ადამიანის უფლებათა დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის ძლიერი გლობალური იარაღი გახდა და მან უკვე სამართლებრივი შედეგები მოიტანა რიგ შემთხვევაში, არა მხოლოდ რუსეთში, არამედ ისეთ ქვეყნებშიც, როგორიცაა მიანმარი, როგორც უკვე აღნიშნა მომხსენებელმა, სამხრეთ სუდანში და სხვაგან“,- განაცხადა კანდელაკმა.

მისივე თქმით, „დღეს მაგნიტსკის აქტი საერთაშორისო იარაღია“. „ადამიანის უფლებების შელახვა, ხშირად, პირადი გამდიდრების მიზნით ხდება. უფლებადამრღვევები შემდეგ ამ ფულს დასავლეთში, ტრადიციულ დემოკრატიულ ქვეყნებში ინახავენ და მაგნიტსკის აქტის ერთ-ერთი შესანიშნავი შედეგი სწორედ ისაა, რომ ამ ადამიანებს აღარ ექნებათ ფინანსური უსაფრთხოების განცდა. ეს ფული არ უნდა იყოს დაცული. უფლებადამრღვევებს არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა კრიმინალური, სისხლიანი ფული შემოიტანონ დასავლეთში, როგორც ეს ხშირად ხდება. როგორც უკვე აღვნიშნე, მაგნიტსკის აქტი მიიღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში და ბალტიის ქვეყნებში, სადაც ერთ-ერთი ინიციატორი იყო ბატონი ზინგერისი ლიეტუვადან, მაგრამ შემდეგი ნაბიჯია, შეიქმნას მაგნიტსკის აქტი ევროკავშირის მასშტაბით, რათა მან შეიძინოს სამართლებრივი ძალა ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში“,- აღნიშნა კანდელაკმა.

გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთ შესწორებაში, რომელიც მიიღო მომხსენებელმა, ხაზგასმულია სერგეი მაგნიტსკის სახელის შენარჩუნების მნიშვნელობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა