დავით ზალკალიანი ესპანეთის სამეფოს ეწვევა

25-29 იანვარს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოს ეწვევა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ესპანეთის სამეფოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი შეხვდება ესპანელ კოლეგას ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა, თანამშრომლობის და ევროკავშირის მინისტრს ჯოზეფ ბორელს. შეხვედრის დასრულების შემდგომ მინისტრები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ მედიასთან. ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი ასევე შეხვდება ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრს ფერნანდო გრანდე-მარლასკას.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა ესპანეთის სენატის თავმჯდომარესთან პიო გარსია ესკუდეროსთან და კონგრესის ევროკავშირის შერეული კომისიის თავმჯდომარესთან სორაია როდრიგეზ რამოსთან და კონგრესის წევრებთან.

დავით ზალკალიანი ასევე შეხვდება ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო