,,ენერგო-პრო ჯორჯია“ დაგროვებით საპენსიო სისტემას შეუერთდა

საქართველოს კანონის შესაბამისად, დაგროვებითი პენსიის სისტემას 1 იანვრიდან სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ შეუერთდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, კომპანიის ყველა თანამშრომელი მაქსიმალურად ინფორმირებულია საპენსიო ახალი რეფორმის შესახებ. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, სათავო ოფისში და რეგიონებში, კომპანიის ყველა ფილიალში ჩაატარეს პრეზენტაციები, სადაც დაწვრილებით იყო განმარტებული ყველა დეტალი. თანამშრომლებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია მეილებით და სმს-ებით.

„კომპანია არის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი საქართველოში, სადაც ამჟამად 6 ათასამდე ადამიანი მუშაობს. ყველა რეფორმას, იქნება ეს საფინანსო თუ სხვა, ვიღებთ როგორც ამას კანონი მოითხოვს, განვიხილავთ და ვაკვირდებით თუ როგორ აისახება ახალი გადაწყვეტილება კომპანიაზე და თითოეულ ჩვენს თანამშრომელზე“, - განაცხადა ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.

ცნობისთვის, კომპანიაში არსებული 6 ათასამდე თანამშრომლიდან, დაახლოებით 30% არის 40 წელს ქვემოთ, 50% არის 40 წელს გადაცილებული, ხოლო 20% 55-60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანი.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს