2019 წლის სექტემბრამდე სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ყველა პირი  მეტალო-დეტექტორებით აღიჭურვება

2021 წლის ბოლომდე პოლიციის აკადემიაში გადამზადდება 1 300 მოქმედი მანდატური, რომელსაც შსს-სა და განათლების სამინისტროს მიერ შექმნილი ახალი სასწავლო მოდული არ გაუვლია. ამის შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან და მის მოადგილე ნათია ზედგენიძესთან ერთად გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ასევე გაგრძელდება იმ საჯარო სკოლების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება (მაგალითად, სკოლის დირექტორის მოადგილეების), სადაც მანდატური არ არის და მისი შეყვანა მოგვიანებით იგეგმება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის სექტემბრამდე უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ყველა პირი სრულად აღიჭურვება მეტალო-დეტექტორებით. პრეზენტაციაზე გელა გელაძემ მანდატურის სამსახურის თანამშრომლების ანაზღაურებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, მათი ანაზღურება მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 200 ლარით გაიზარდა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმირების მიზნით სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს ინტერნეტ-პორტალი www.befriend.mes.gov.ge, რომელიც წლის განმავლობაში საბოლოო სახით მოდიფიცირდება. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ფსიქოლოგის კონსულტაცია როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე, მობილური აპლიკაციის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მანდატურის სამსახური წარმოდგენილია 458 სკოლაში და სულ დასაქმებულია 1 300 მანდატური. ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვირდებისა და პოპულარიზაციის მიზნით, მანდატურებისა და სკოლის მოსწავლეების ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით სპორტული ღონისძიებები გაიმართება.

იხილეთ ვიდეო: 2019 წლის სექტემბრამდე სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ყველა პირი მეტალო-დეტექტორებით აღიჭურვება

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს