საქალაქო სასამართლო საქართველოში დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეფერდის საექსტრადიციო პატიმრობაზე მსჯელობს

საქართველოში დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეფერდის საექსტრადიციო პატიმრობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მსჯელობენ.

როგორც სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ქეთი გურაშვილმა საკუთარ შუამდგომლობაში განმარტა, ჯეკ შეფერდი მანჩესტერის ინტერპოლის მიერ იყო ძებნილი და მას განზრახვის გარეშე, უხეში დარღვევით გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა 6 წლით პატიმრობა.

პროკურორის განცხადებითვე, შეფერდი დევიდ ბიჩზე თავდასხმის ბრალდებითაც იძებნება.

პროკურორმა დაკავებულის მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე ისაუბრა. მისივე განმარტებით, შეფერდს სუიციდური მიდრეკილება აქვს და ძალადობის გამოვლინება ახასიათებს.

სახელმწიფო ბრალდება შეფერდისთვის საექსტრადიციო პატიმრობას 3 თვის ვადით ითხოვს.

შეფერდის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაემუქრნენ. შესაბამისად, ადვოკატის თქმით, თუკი, შეფერდის ექსტრადირება მოხდება, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნება.

სასამართლო სხდომას აშუქებს უცხოური მედიაც. მოსამართლე რომან ხორავამ ფოტო, ვიდეო-აუდიო გადაღებაზე ყველა უცხოური მედიასაშუალების განცხადება დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი, რომელიც საქართველოში მიმალვაში იმყოფებოდა, ახალგაზრდა ქალის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაშია მსჯავრდებული. უცხოური მედიის ინფორმაციით, შეფერდი საკუთარ კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კატერი გადაბრუნდა, რასაც მისი მეგობარი გოგონა, 24 წლის შარლოტა ბრაუნის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე თბილისში დააკავა. 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო