ზურაბ პოლოლიკაშვილმა ესპანეთის მეფეს გაერო-ს უმაღლესი ჯილდო გადასცა

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა ესპანეთის მეფეს, მის სამეფო უმაღლესობას ფელიპე VI-ს ტურიზმის სფეროს განვითარებისა და 2030 წლამდე მდგრადი განვითარების მსოფლიო დღის წესრიგის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, გაერო-ს უმაღლესი ჯილდო გადასცა.

საზეიმო ღონისძიების ცერემონია ქალაქ მადრიდში, მსოფლიოს ერთ-ერთი მასშტაბური ტურისტული გამოფენის FITUR-ის ოფიციალური გახსნის ფარგლებში გაიმართა და მას 120-ზე მეტი ქვეყნის ტურიზმის მინისტრი და მსხვილი კორპორაციების პრეზიდენტები დაესწრნენ.

სიტყვით გამოსვლისას გენერალურმა მდივანმა იმ განსაკუთრებულ როლსა და მხარდაჭერაზე ისაუბრა, რომელსაც მისი სამეფო უმაღლესობა ფელიპე VI ტურიზმის დარგისადმი იჩენს და ხაზი გაუსვა ესპანეთის, როგორც მსოფლიოს ლიდერი ტურისტული ქვეყნის მნიშვნელობას.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, ესპანეთის მეფემ გენერალურ მდივანს მაღალი ჯილდოს გადაცემისათვის მადლობა გადაუხადა.

ფელიპე VI-მ ზურაბ პოლოლიკაშვილის ხელმძღვანელობით წამოწყებულ უმნიშვნელოვანეს პროექტებსა და მიმართულებებზე ისაუბრა, რაც სხვადასხვა სახელმწიფოს მთავრობასა და კერძო სექტორს ეკონომიკის დაჩქარებულ ტემპში განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარება.

ცნობისთვის, გამოფენის გახსნაზე გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა უცხოელი სტუმრებისათვის პრადოს მუზეუმში საზეიმო მიღება გამართეს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს