07.07.2025 / 08:38
ქაშვეთის ტაძარში ლევან ჩხაიძის პანაშვიდი მიმდინარეობს

ქვაშვეთის ტაძარში ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, ლევან ჩხაიძის პანაშვიდი მიმდინარეობს. სამძიმარზე მიდიან ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მსახიობები, სპორტსმენები და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა სახეები. ტაძარი რამდენიმე წუთის წინ დატოვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

ჟურნალისტს ქაშვეთის ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. ლევან ჩხაიძე 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის წლების განმავლობაში მუშაობდა არაერთ მედიასაშუალებაში. იყო რადიო "ჯაკოს" სპორტული კორესპონდენტი, მუშაობდა ტელევიზიებში: "იმედი", "მეცხრე არხი", "მაესტრო", "იბერია" და "ტვ პირველი".

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს