შსს-მ დიდ დიღომში ბინების გაქურდვის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში, დიდ დიღომში ბინების გაქურდვის მცდელობის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ 1987 წელს დაბადებულმა გ.დ.-მ და 1975 წელს დაბადებულმა დ.მ.-მ თბილისში, დიდი დიღომში, ერთმანეთის მეზობლად მდებარე, ორი მოქალაქის საცხოვრებელი ბინების გაქურდვა სცადეს.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, კარის საკეტების გასაღები კუსტარული ხელსაწყოები - ე.წ. "ატმიჩკები" ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

აღნიშნული ფაქტების გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში თბილისში, კერძოდ, ნუცუბიძის პლატოზე და ვარკეთილში ბინები, დიღმის სანერგე მეურნეობაში კი საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტები გახსა.

ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით თბილისში სულ დაკავებულია 6 პირი.

იხილეთ ვიდეო: შსს-მ დიდ დიღომში ბინების გაქურდვის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავა

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს