ბათუმის მერიასთან გარემოვაჭრები აქციას მართავენ

ბათუმის მერიის შენობასთან გარემოვაჭრები აქციას მართავენ. შეკრებილები ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან შეხვედრას და განმარტებებს ითხოვენ. მათივე ინფორმაციით, აინტერესებთ რატომ მოხდა გვიან ღამით წერეთლის ქუჩაზე დახლებისა და ჯიხურების აღება. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ შეთავაზებული ალტერნატიული ფართი მათვის მიუღებელია და იქ ვაჭრობას ვერ შეძლებენ.

„აქციაზე იმიტომ მოვედით, რომ თავად ბათუმის მერმა გაგვცეს პასუხი. რატომ აიღო დახლები სად წავიდეთ? ჩვენი ერთადერთი შემოსავლის წყარო ეს არის",- განაცხადა აქციის მონაწილემ. ბათუმის მერიის შენობასთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე მთელი ღამის განმავლობაში, გარემოვაჭრეთა დახლებისა და ჯიხურების აღების სამუშაოები მიმდინარეობდა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ