ბათუმში სამართალდამცველებსა და გარემოვაჭრეებს შორის დაპირისპირებისას ერთი პირი დააკავეს

ბათუმში გარემოვაჭრეების აქციაზე ერთი პირი დააკავეს. როგორც სამართალდამცველებმა განაცხადეს, მოქალაქე პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გარემოვაჭრეები ბათუმის მერიის შენობიდან ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით მსვლელობას აწყობენ, სადაც სამართალდამცველებსა და გარემოვაჭრეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ისინი წერეთლის ქუჩის მიმართულებით ცდილობენ გადაადგილებას, სადაც წუხელ ბათუმის მერიის თანამშრომლებმა დახლები და ჯიხურები აიღეს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის მერიის შენობასთან გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან შეხვედრას ითხოვდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ