მონადირის პირველ შესახვევში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, მონადირის პირველ შესახვევში გზის კაპიტალური შეკეთება დასრულდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, ბორდიური მოეწყო და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

„ზღვის უბანში, მონადირის პირველ შესახვევში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დავასრულეთ. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ტერიტორია ახალი დასახლებაა, აქ ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. ცოტა ხნის წინ გზის რეაბილიტაცია განხორციელდა მონადირის მეორე შესახვევშიც, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ასევე გრუნტიანი გზით სარგებლობდა,“ - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

მერიის ინფორმაციით, მონადირის პირველ და მეორე შესახვევში საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 3 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ორივე პროექტისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 197 434 ლარი გამოიყო.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო