პროკურორი - ჯეკ შეფერდის გადასაწყვეტი იყო, დაჩქარებული წესით ექსტრადირების უფლებით ისარგებლებდა თუ არა, რაზეც მან უარი განაცხადა

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე რამე სახის მოთხოვნას არ აფიქსირებდა. ჯეკ შეფერდის გადასაწყვეტი იყო, დაჩქარებული წესით ექსტრადირების უფლებით ისარგებლებდა თუ არა, რაზეც მან უარი განაცხადა, - ამის შესახებ საქართველოში დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეფერდის საქმის პროკურორმა, ქეთევან გურაშვილმა განაცხადა.

როგორც გურაშვილი განმარტავს, ამის შემდეგ ექსტრადირების საკითხის განხილვა სტანდარტული წესით გაგრძელდება. "ჯეკ შეფერდს ნამდვილად ჰქონდა უფლება, უარი განეცხადებინა კანონით მინიჭებული ამ უფლებით სარგებლობაზე. ამის შემდეგ ექსტრადირების საკითხის განხილვა სტანდარტული წესით გაგრძელდება. დიდი ბრიტანეთიდან შესაბამისი საქმის მასალები გადმოიგზავნება, ითარგმნება ქართულად, გენერალური პროკურატურის თანამშრომლები შეისწავლიან საქმის მასალებს და გონივრულ ვადაში მიმართავენ სასამართლოს",- განაცხადა გურაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი, რომელიც საქართველოში მიმალვაში იმყოფებოდა, ახალგაზრდა ქალის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაშია მსჯავრდებული. უცხოური მედიის ინფორმაციით, შეფერდი საკუთარ კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კატერი გადაბრუნდა, რასაც მისი მეგობარი გოგონა, 24 წლის შარლოტა ბრაუნის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე თბილისში დააკავა. 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ჩაბარდა.

იხილეთ ვიდეო: "ჯეკ შეფერდმა ქართული ციხე აირჩია" - უარი გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადირებაზე

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს