მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან

მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან.ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოში დაუდასტურეს, თუმცა ვიზიტის კონკრეტული დეტალები და მიზანი ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები ამ წუთებში თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებიან და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს ხვდებიან.

ერთ-ერთი ვერსიით, მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდებიან და საუბარი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას შეეხება.

იხილეთ ვიდეო: მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები წმ. სინოდის წევრებს ხვდებიან - ექსკლუზიური კადრები შეხვედრიდან

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს