ამერიკის ეროვნული დაზვერვის ანგარიში - რუსეთი ცდილობს უკრაინის არჩევნებზე გავლენა მოახდინოს

რუსეთი ცდილობს უკრაინის არჩევნებზე გავლენა მოახდინოს, - ამის შესახებ ამერიკის ეროვნული დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც მიმდინარე წლის მსოფლიო საფრთხეებს შეეხება.

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ანგარიში ამერიკის სენატის დაზვერვის კომიტეტის მოსმენაზე ეროვნული დაზვერვის დირექტორმა დენ ქოუთსმა წარადგინა. ქვეთავში „რუსეთი და მისი მეზობლები“, სადაზვერვო სამსახურის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთი დგამს ნაბიჯებს, რათა გავლენა მოახდინოს მარტში დანიშნულ უკრაინის საპრეზიდენტო და შემოდგომაზე გასამართ საპარლამენტო არჩევნებზე იმ იმედით, რომ მოაშორონ პოროშენკო და ხელისუფლებაში მოიყვანონ ნაკლებად ანტირუსული პარლამენტი.

„რუსეთი ცდილობს, ისარგებლოს ისეთი პრობლემებით უკრაინაში, როგორებიცაა არამდგრადი ეკონომიკა, გავრცელებული კორუფცია, კიბერსივრცე, ასევე საზოგადოებრივი უკმაყოფილება“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს. ამერიკული დაზვერვა წელს, რუსეთის მხრიდან უკრაინაზე მასშტაბურ თავდასხმას შესაძლებელს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოს უწოდებს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს