ქართული კომპანიის საერთაშორისო აღიარება

კომპანია Domson’s Engineering-ი საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად 7 თებერვალს, სასტუმრო „რუმსში“ კონფერენციას უმასპინძლებს.

ღონისძიება კომპანიის მიერ საინჟინრო სფეროში გადადგმულ უპრეცედენტო ნაბიჯებს შეაჯამებს, რის აღსანიშნავადაც, საქართველოს მსოფლიოს წამყვანი იაპონური ტექნოლოგიური გიგანტი სტუმრობს.

Domson’s Engineering-ი არის წამყვანი საინჟინრო კომპანია საქართველოში, რომელიც რეგიონის უმნიშვნელოვანეს პროექტებში A-კლასის ენერგოეფექტურ სისტემებსა და ხანძარუსაფრთხოების NFPA-ის საერთაშორისო სტანდარტებს ნერგავს. ქართულმა კომპანიამ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში იაპონური ბრენდი Daikin-ის საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მოიპოვა და ასეთივე წარმატებით აგრძელებს მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ ბრენდებთან თანამშრომლობას.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მოწვეულ სტუმართა შორის იქნებიან სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები, საეთაშორისო კომპანიები საინჟინრო სფეროდან, საბანკო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

ასევე, საზეიმო ვითარებაში გაფორმდება სამმხრივი მემორანდუმი დედაქალაქის ერთ-ერთ უმსხვილეს პროექტს - City MallSaburtalo-ს, Domson’s Engineering-სა და Daikin-ს შორის.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო