სამშენებლო ინდუსტრია ERP სისტემა SAP Business One-ზე გადადის

სამშენებლო, დეველოპერული და სამონტაჟო კომპანიები ეფექტურობის ზრდისა და დანახარჯების შემცირების ახალ გზებს ეძებენ. საქმიანობის კომპლექსურობიდან გამომდინარე, მათ პროცესების ავტომატიზაციისთვის თანამედროვე ERP სისტემა სჭირდებათ.

სწორედ ამიტომ, BDO Solutions-მა საერთაშორისო ERP სისტემა SAP Business One-ი სპეციალურად სამშენებლო და დეველოპერული კომპანიებისთვის განავითარა და შექმნა სამშენებლო მოდული, რომელიც ინდუსტრიისთვის დამახასიათებელი ყველა პროცესის ავტომატიზაციის საშუალებას იძლევა. ეს პროგრამული გადაწყვეტილება BDO Solutions-მა უკვე არაერთ კომპანიაში დანერგა და მათ უკვე მიიღეს ისეთი ხელშესახები სარგებლები, როგორიცაა მაგალითად:

  • პროექტების მრავალდონიანი ხარჯთაღრიცხვების გაციფრულება, ვერსიონირება და ანალიზი
  • არასანქცირებული შესყიდვების გამორიცხვა
  • პროექტის დეტალური გეგმა და შესრულების ავტომატური კონტროლი რეალურ დროში
  • საწყობის სრულყოფილი მართვა და დანაკარგების მინიმიზაცია
  • გეგმა-ფაქტის ანალიზის შედეგად ნორმატივების დახვეწა და საოპერაციო მოგების ზრდა
  • პროექტის ორგანიზაციული მართვა და ნებისმიერ ეტაპზე მისი მომგებიანობის კონტროლი
  • ფულადი სახსრების მოძრაობის ოპტიმიზაცია პროექტის Cash Flow ბიუჯეტის გეგმა-ფაქტიური ანალიზის საშუალებით
  • ბინის გეგმიური თვითღირებულების განსაზღვრა და წინასწარი მომგებიანობის ანალიზი
  • მეტი წარმატებული გარიგება და გაყიდვების თანამშრომლების ეფექტიანობის ზრდა დახვეწილი CRM ფუნქციონალით
  • გაყიდვების ანალიზი კლიენტის, ობიექტისა და გაყიდვების მენეჯერის ჭრილში
  • დავალიანებების მართვისა და შეხსენების სისტემა
  • მარკეტინგული კამპანიების რეგისტრაცია და ანალიზი

SAP Business One-ი, BDO Solutions-ის მიერ შექმნილ სამშენებლო მოდულთან ერთად უკვე დანერგა Dux Development-მა. როგორც კომპანიის დირექტორი ირაკლი ლომიძე ამბობს, მისთვის ბევრად გამარტივდა მიდინარე პროცესების კონტროლი.

„პროგრამა საშუალებას გვაძლევს მარტივად შევადგინოთ მრავალდონიანი ხარჯთაღრიცხვა, დროულად დავინახოთ გადახარჯვების საშიშროება და მომენტალურად მოვახდინოთ რეაგირება. დაგეგმილი ხარჯთაღრიცხვიდან გადახრების ხედვა და გეგმასთან შედარება ყველა ეტაპზე, გვეხმარება გავაანალიზოთ რა გვიძვირებს პროექტს და სამომავლოდ უფრო სწორად დავგეგმოთ პროექტის ბიუჯეტი“, - ამბობს ირაკლი ლომიძე.

სამშენებლო კომპანია Building Better Cities-ის დირექტორი გეგა ტოფაძე SAP Business One-ის საშუალებით საოპერაციო „თავის ტკივილების“ მოშორებაზე საუბრობს:

„საწყობისა და შესყიდვების ოპერაციების რეალურ დროში კონტროლი, დაგვეხმარა შეგვემცირებინა მარაგების დანაკარგები და თაღლითობის რისკები. BDO-ს შექმნილი სამშენებლო მოდული ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რამაც გადაგვაწყვეტინა SAP Business One-ის დანერგვა. პროექტების მართვის ფუნქციონალიც დახვეწილი რეპორტინგით ძალიან გვიმარტივებს მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებას. შეიძლება თამამად ითქვას, რომ BDO-მ SAP-ის ლოკალიზაციაზეც შესანიშნავად იმუშავა. სრულიად ავტომატიზებულია ბუღალტრული აღრიცხვა. პროგრამა მორგებულია ქართულ კანონმდებლობას, ინტეგრირებულია შემოსავლების სამსახურის ვებ-პორტალთან და ინტერნეტბანკებთან, რაც საკმაოდ დიდ დროს გვიზოგავს“.

BDO Solutions-მა SAP Business One-ი წარმატებულად დანერგა კომპანია „დომსონშიც“. მიღებულ სარგებელზე „დომსონის“ ფინანსურმა დირექტორმა გიორგი ნასარიამ ისაუბრა:

„SAP Business One-ის დახმარებით ერთი დიდი თავისტკივილი მოვაგვარეთ - მოწესრიგდა საწყობი. სისტემაში მუშაობენ საწყობის თანამშრომლებიც. SAP Business One-ში შეგვიძლია ნებისმიერ მომენტში მივიღოთ მარაგების, დავალიანებების და მომგებიანობის ანგარიშგებები პროექტების ჭრილში“, - განაცხადა გიორგი ნასარიამ.

SAP Business One-ის დანერგვას BDO Solutions-ის შექმნილ სამშენებლო მოდულთან ერთად უკვე იწყებენ „ანაგი“, Silk Road Group-ი, Unix Development, და ინსტაც.

თანამედროვე ბიზნეს გარემოში მნიშვნელოვანია სიტუაციის მუდმივი კონტროლი, გამოწვევებზე დროული რეაგირება და მეტი მოქნილობა. „ბიდიო სოლუშენსის“ მიერ შექმნილი სამშენებლო მოდული, SAP Business One-თან ერთად, სამშენებლო, დეველოპერულ და სამონტაჟო ტიპის კომპანიებს სწრაფად ცვალებად საბაზრო პირობებში კონკურენტულ უპირატესობას აძლევს.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა