საპატრიარქოში უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრა მიმდინარეობს

უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებით მოვლენები ვითარდება ძალიან სწრაფად. სხვადასხვა ეკლესიებს აქვთ ამ მოვლენებზე თავისი შეფასება: ზოგს ძალიან მკვეთრი, ზოგი უფრო თავშეკავებული. ყოველ შემთხვევაში, მხოლოდ ჩვენთან არ ხდება ასეთი ვიზიტი. ხდება ყველა ეკლესიის აზრის შეჯერება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.

საპატრიარქოში უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე პატრიარქი რამდენიმე მღვდელმთავართან ერთად მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წევრებს ამ წუთებში ხვდება. დელეგაციის წარმომადგენლები საპატრიარქოში შევიდნენ.

დეკანოზს ჟურნალისტებმა კითხვით მიმართეს, რომ იერუსალიმის საპატრიარქომ ერთგვარად დაუჭირა მხარი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს.

„თითქმის ყველა ეკლესიამ გამოხატა გარკვეული პოზიცია - ზოგმა ნაკლებად მკვეთრი, ზოგმა - მეტად მკვეთრი. ჩვენ ამ შემთხვევაში გვაინტერესებს საქართველოს პოზიცია. დღეს ეს, რა თქმა უნდა, არ წყდება. დაველოდოთ სინოდს, თუმცა ეს შეხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა მამა ანდრიამ.

იხილეთ ვიდეო: მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია ქართველ მღვდელმთავრებს ხვდება

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო