კომპანია „მაქსიმი“ ბათუმში მძღოლების მიერ გამართულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომპანია „მაქსიმი“ ბათუმში, ორი დღის წინ მძღოლების მიერ გამართულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც „მაქსიმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კომპანიას მძღოლებისთვის არანაირი დამატებითი მოსაკრებელი არ შემოუღია.

„მძღოლებმა, რომლებიც მართავენ აქციებს სერვის «მაქსიმის» წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ვერ გაიგეს რაში მდგომარეობს აღნიშნული სიახლე. არანაირი დამატებითი მოსაკრებელი მძღოლებისთვის სერვისს არ შემოუღია. 20 თეთრი, რაზეც დაობენ ისინი, არ არის მათი შემოსავლის ნაწილი, არც კომპანიის, ეს არის მგზავრების გადასახდელი თანხა, კონტაქტ-ცენტრის მომსახურებისთვის.

20 თეთრი ჩამოიჭრება მძღოლის ანგარიშიდან მხოლოდ იმ შეკვეთებიდან, რომელიც შეიქმნა ოპერატორის მეშვეობით. მძღოლი, უბრალოდ გადასცემს სერვისს 20 თეთრს, რომელსაც იხდის მგზავრი. მისი შემოსავალი არანაირად არ იცვლება.

მაგალითად, მგზავრობა ღირს 6 ლარი, თუ მგზავრმა გამოიძახა ავტომობილი ოპერატორის მეშვეობით, ის დამატებით აუნაზღაურებს კონტაქტ-ცენტრს 20 თეთრს, რომელსაც უხდის მძღოლს. მგზავრობის საბოლოო ღირებულება მგზავრისთვის, შეადგენს 6.20 ლარს. მგზავრი გადასცემს ამ თანხას მძღოლს, მძღოლი კი 20 თეთრს გადასცემს სერვისს, შემდგომში კონტაქტ-ცენტრთან ანგარიშწორებისთვის.

მძღოლის შემოსავალი 6 ლარი, რჩება უცვლელი. ამგვარად, მძღოლი არაფერს არ კარგავს, ვინაიდან, ეს 20 თეთრი თავიდანვე არ არის მისი და არც კომპანიის, იმიტომ რომ ეს 20 თეთრი არის კონტაქტ-ცენტრის მომსახურების საფასური.

მგზავრებს კი შეუძლიათ დაზოგონ თანხა, თუ გამოიძახებენ ავტომობილს აპლიკაციის მეშვეობით, დანამატის გარეშე“, - ნათქვამია „მაქსიმის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, კომპანია „მაქსიმში“ დასაქმებულმა 200-მდე მძღოლმა ორი დღის წინ საპროტესტო აქცია გამართა. მათი თქმით, კომპანიამ მგზავრობის საფასური გაზარდა, თუმცა მათი ანაზღაურება შემცირდა. მძღოლების თქმით, მგზავრობის ღირებულება 1.50 თეთრიდან 1.70 თეთრამდე გაიზარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო