ამირან გამყრელიძე - ამ დროისთვის ლაბორატორიულად ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების 20 შემთხვევაა დადასტურებული

გრიპის ვირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკის შესახებ ზუსტ მონაცემებს სეზონის დამთავრების შემდეგ გამოვაქვეყნებთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ე.წ. ღორის გრიპით დაავადების შემთხვევების კლების ტენდენცია შეინიშნება.

გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ლაბორატორიულად დადასტურებულია H1N1 ვირუსით გარდაცვალების 20 შემთხვევა.

„მოგეხსენებათ, გრიპის ვირუსის პიკი გქვონდა დეკემბრის ბოლო კვირას. იანვარში არის კლება, რომელიც 4 კვირის განმავლობაში გრძელდება, თუმცა მკვეთრ კლებას ადგილი არ აქვს. არის როგორც ავადობის მაჩვენებლის, ისე ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის და სასწრაფოს გამოძახების კლება. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე გრიპის თვალსაზრისით გვაქვს შედარებით სიმშვიდისკენ მსვლელობა.

გარდაცვლილთა რაოდენობა, რომელთაც ლაბორატორიულად დაუდგინდათ H1N1 ვირუსი, ამ ეტაპზე არის 20 ადამიანი, მაგრამ ზოგადად შემაჯამებელ სტატისტიკას გამოვაქვეყნებთ სეზონის დამთავრების შემდეგ, როცა სხვადასხვა რესპირატორული დაავადებებით გარდაცვლილთა ანალიზი კეთდება და დგინდება, სად შეიძლება ყოფილიყო გრიპოზული ფაქტორი დამატებითი ან წამყვანი,"- განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო: ამირან გამყრელიძე - ამ დროისთვის ლაბორატორიულად ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების 20 შემთხვევაა დადასტურებული

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს