ნინო ბურჯანაძე - ან მე ვცხოვრობ სხვა ქვეყანაში, ან NDI ატარებს კვლევებს სხვაგან

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე NDI-ის კვლევებს კვლავ უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ ახალი კვლევა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისა და ამერიკის საელჩოს სურვილებს ახმოვანებს.

„გამოკითხულთა 51% მთავრობის მუშაობას კარგად ან ძალიან კარგად აფასებს, ან ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობა პოზიტიურადაა შეფასებული, ან პარლამენტის თავმჯდომარის მუშაობა იმდენად დადებითადაა შეფასებული, როგორც აქამდე არც ერთი პარლამენტის თავმჯდომარეზე ასე არ ყოფილა- ეს ფაქტები რეალობას შეესაბამება?! ან მე ვცხოვრობ სხვა ქვეყანაში, ან NDI ატარებს კვლევებს სადღაც სხვაგან. მე ნამდვილად საქართველოში ვცხოვრობ და ძალიან კარგად ვიცი ჩვენი მოსახლეობის განწყობა. ამ კვლევებში უმეტესად აისახება ის, რაც სურს მმართველ გუნდსა და ამერიკის საელჩოს“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი აგრეთვე შეეხო NDI-ის გამოკითხის იმ ნაწილს, რომელიც ქვეყნის მმართველობის საბჭოთა კავშირის სისტემას ეხებოდა.

„ე.წ. პრორუსული განწყობა არანაირად არ ნიშნავს საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილს. ეს რუსეთშიც კი არ უნდა საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას. პრორუსულ ელექტორატში შეიძლება ითვლებოდნენ ადამიანები, ვისაც უნდათ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება და კეთილმეზობლური ურთიერთობი, ხოლო მათი რიცხვი 31%-ზე გაცილებით მეტია. NDI-ის თუ დავუჯერებთ, ჩემი პარტია საერთოდ არ ჩანს გამოკითხვებში. მე ხომ მომაკერეს, რომ ვარ პრორუსული ძალა და თუ ეს ასეა, ის 31% ვის აძლევს ხმას არჩევნებში -„ქართულ ოცნებას“, გიგა ბოკერიას თუ მიხეილ სააკაშვილს? თუ მაინცდამაინც პრორუსული ელექტორატი რჩება სახლში? ბიძინა ივანიშვილის და NDI-ის კვლევის დამკვეთის სურვილი, ნინო ბურჯანაძე არ ჩანდეს არსად, ერთმანეთს ემთხვევა, რადგან მე ვარ ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც აფხაზეთში სირიელი ლტოლვილების ჩასახლებაზე, გალის რაიონის ბლოკადაზე, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვაზე ვაკეთებ განცხადებებს და ხელისუფლებას არ ვაძლევ საშუალებას, ეს და ქვეყნისთვის სხვა მტკივნეული თემები მიაჩუმათოს,“ - აცხადებს ბურჯანაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა