"ტერაბანკი" 2018 წლის წარმატებულ ფინანსურ მაჩვენებლებს აქვეყნებს

"ტერაბანკისთვის" 2018 წელი წარმატებული ფინანსური მაჩვენებლებით დასრულდა. ყველა ძირითადი პარამეტრის თვალსაზრისით, ბანკმა პოზიტიური დინამიკა და ზრდა აჩვენა.

"ტერაბანკის" მთლიანი სესხების ოდენობა 2018 წელს 17,9%-ით გაიზარდა, რამაც ჯამში 105.6 მილიონი ლარი შეადგინა. მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტზე, რომელიც ბანკის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული მიმართულებაა, SME და მიკრო სესხებმა 98,1 მილიონი ლარით (42,3%) მოიმატა. აღსანიშნავია, რომ საცალო სესხები — 36,5 მილიონი ლარით (24,2%), ფიზიკური პირების დეპოზიტები კი — 73,1 მილიონი ლარით (35,6%) გაიზარდა. ამასთან, 2018 წლის ფინანსური შედეგების მიხედვით, ტერაბანკის წმინდა მოგებამ 12%-ით მოიმატა და 18,1 მილიონ ლარი შეადგინა, ROE კი 14,9%-ს გაუტოლდა. გაუმჯობესებულია პორტფელის ხარისხი, ეფექტურობა კი გაზრდილია.

„ტერაბანკის რებრენდინგის შემდეგ 2 წელი გავიდა და ამ პერიოდის განმავლობაში ბანკი სტაბილურად მზარდ, წარმატებულ ფინანსურ შედეგებს აჩვენებს, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა. SME და მიკრო სესხების გაორმაგებული პორტფელი ადასტურებს, რომ მომხმარებლებისთვის ტერაბანკი საიმედო და სტაბილური ბიზნესპარტნიორია. ამავდროულად, საცალო დეპოზიტების გაორმაგებული მოცულობა აჩვენებს, რომ, ბიზნესკლიენტებთან ერთად, ჩვენი ბანკის მიმართ ნდობა საცალო მომხმარებლების მხრიდანაც გაზრდილია“, - აღნიშნავს ტერაბანკის გენერალური დირექტორი თეა ლორთქიფანიძე.

2018 წელი ტერაბანკისთვის პროდუქტების გამრავალფეროვნების მიმართულებითაც საინტერესო და წარმატებული აღმოჩნდა. ბანკმა მომხმარებლებს სრულიად განსხვავებული, კონკრეტულად მათ საჭიროებებსა და ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული პროდუქტები — ტურისტული იპოთეკა და კონვერტირებადი ანაბარი შესთავაზა. წლის ბოლოს კი პერსონალიზებული საბანკო მომსახურების ახალი ბრენდი — „სელექტი“ წარადგინა. „სელექტი“ ექსკლუზიური, კომფორტული სერვისებისა თუ პირობების გარდა, მომხმარებლებთან ურთიერთობის გამორჩეულ სტანდარტს ქმნის და მათ მომსახურებებს ინდივიდუალური ინტერესების გათვალისწინებით სთავაზობს.

გასულ წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა დისტანციური მომსახურების დახვეწის კუთხითაც. კერძოდ, განახლდა ტერაბანკის მობაილ ბანკის დიზაინი. მისი შეცვლილი ინტერფეისი კი კიდევ უფრო მარტივი, კომფორტული და მოსახერხებელია. 2018 წელი წარმატებული იყო საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისითაც: ტერაბანკმა პარტნიორული ურთიერთობები 2 ახალ მნიშვნელოვან ფინანსურ ორგანიზაციასთან — Responsibility-სთან და გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოებასთან (DEG) დაიწყო.

2018 წელს ტერაბანკისთვის ერთ-ერთ წარმატებულ საქმიანობას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა წარმოადგენდა. ბანკმა რამდენიმე საინტერესო წამოწყებას ჩაუყარა საფუძველი. მათ შორის იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის, ახალგაზრდების განათლებისა და საინტერესო ადამიანების მხარდაჭერა. თითოეული მიმართულებით ტერაბანკმა სხვადასხვა აქტივობა განახორციელა: აღსანიშნავია კამპანია ტერაბაიკი, რომლის ფარგლებშიც შარშან თბილისში მსურველებს უფასო ველოსიპედებითა და ველოგაკვეთილებით სარგებლობა შეეძლოთ, Women Techmakers-ისა და მარიამ ლომთაძის განათლების, ინიციატივა სტარტაპ ანბანის მხარდაჭერა, კულტურული პრემია „იკას“ წარდგენა, საინტერესო შემოქმედებითი ხელობის მქონე ადამიანების მოძიება და მათი საზოგადოებისთვის გაცნობა.

ტერაბანკისთვის 2019 წელი ახალი საბანკო რეგულაციებითა და მნიშვნელოვანი გამოწვევებით იწყება, თუმცა მისი საქმიანობის მთავარ ორიენტირად კვლავაც პასუხისმგებლიანი ბანკინგი, სტრატეგიულ მიმართულებად კი მცირე და საშუალო ბიზნესი რჩება. პარალელურად, იგეგმება ბიზნესკლიენტებისთვის ტექნოლოგიური სიახლეები და სერვისები, რომლებიც მათ ტერაბანკის მომსახურებებით სარგებლობას კიდევ უფრო გაუმარტივებს.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო