შსს ფარული კადრების საქმეზე „ნაცმოძრაობის“ წევრების დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე არ აკეთებს კომენტარს, დაკავებულია თუ არა ფარული კადრების გავრცელების საქმესთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორი წევრი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუმარტეს, შსს დეტალების დაზუსტებას ცდილობს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ფარული კადრების გავრცელების საქმეზე, პარტიის აჭარის ორგანიზაციის ორი წევრი, დები - ირმა და ინგა ხოროიშვილები დააკავეს.

ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" იმ წევრებმა განაცხადეს, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. მათი ინფორმაციით, დაკავებულები სავარაუდოდ, თბილისში გადაიყვანეს და მათი მობილური ტელეფონები ექსპერტიზაზე გადაგზავნეს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების დაკითხვის გამო, მთელი ღამის განმავლობაში პარტიის წევრები პოლიციის მთავარ სამმართველოსთან იმყოფებოდნენ, სადაც ხმაური იყო, ისინი ხელისუფლებას ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა